ვივიანაამ მუსიკას უსმენ?
ჯანგო??? კი მომწონს როგორც ფილმი გასართობია და კარგად არის გადაღებული, მაგრამ პირველ კლასს ვერ ქაჩავს.
აი ეს ფილმი კი ძალიან ბევრ რამეს ამბობს ენივეი მე მესმის და შეიძლება სულაც ჩუმად ზის კუთხეში

თითქოს ადამიანების რეალურ სახეს აჩვენებს ხალხს თითქოს ადამიანების ცხოვრებაა ნაჩვენები ამ ოთხ "ავაზაკში".
იერარქია! ჩანს ადამიანები როგორ იქცევიან და რეალურად რას ფიქრობენ როგორ ახრჩობთ ბოღმა და სურთ იყვნენ მეთაურები. რამდენს წვალობენ იმისთვის რომ იყვნენ ყველაზე ძლიერები.
ჩვენი ბანდის წევრები ძმაკაცები არიან, მაგრამ ყველას თავისი ბოროტი განზრახვა აქვს. მეგობრებს საერთოდ ივიწყებენ პრინციპში არც არიან უბრალოდ ერთმანეთს შეხვდნენ და გარემოებამ დაახლოვათ.
ალექსის მშობლები? გენიალური მომენტია როცა დედ-მამა ეუბნება, რომ შვილო ჩვენ ძალიან გაგვიხარდა შენი ნახვა, მაგრამ შენი ოთახი გაქირავებულია და ჯერ-ჯერობით აქ ვერ დარჩები. ასეა ცხოვრებაშიც ორშაბათს სიყვარულს გეფიცებიან სამშაბათს კი სახლში არ გიშვებენ.
კიდე იცი რომელ მომენტზე ვგიჟდები(მგონი ფილმში არ არის) ალექსი ფირფიტების საყიდლად რომ არის წასული მგონი ბეთჰოვენის ყიდვა უნდოდა და ამ დროს გოგოებს, რომ ჩეამჩნევს სულაც არ მოეწონება უბრალოდ გართობისთვის ააგდებს და სახლში წაიყვანს მერე კი მუსიკის თანხლებით შიშველი რომ გამოეცხადება ამათ. მიყვარს ეგ მომენტი(წიგნში ბევრად უკეთ წერია) თითქოს თავის რეალურ სახეს აჩენს. არ იმალება ის არის ვინც არის და არ იწყებს ჩახლართული და საშინლად ხელოვნური გზებით სიარულს რათა თავის მიზანს მიაღწიოს. მეხანძრესავით შევარდება ცეცხლში და ამაყი არის.
რამდენი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ახლა კიდევ ეს გამახსენდა როცა ალექსი ბიჭს. დაამუშავებენ და "გააკეთილშობილებენ" ბოლოს კი ისევ ის ხდება ვინც იყო და მთელი ექსპერიმენტი ფლავდება.
მისი გამოხედვა? გენიალურია! თითქოს ყველა მოატყუა. თითქოს ვერ დაამწყვდიეს ვეფხვი გალიაში. ის ისევ იღრინება და ისევ გწვდება კისერში როცა ფიქრობთ რომ ყველაფერი კარგად არის და ბედნიერი ხართ აი ზუსტად მაშინ მოვა და გამოგღადრავთ მაგ დამპალ ყელს და ისედაც მახინჯ სულს საერთოდ გააქრობს.
არ გეგონოთ რომ ალექსი მომწონს პირიქით სიამოვნებით დავაჭედებდი ტყვიას შუბლში, მაგრამ ჩემი აზრით ბევრად უფრო ჰუმანურია ვიდრე ადამიანების უმეტესობა.
აუ რეები მიწერია ალბათ ვისაც არ წაუკითხავს ან არ უნახია ამ პოსტის შემდეგ არც კი გაეკარება!
ხალხნო! მე ვიბაზრე სისულეები თორე ისე მაგარია!
მიმაგრებული სურათი