რეალობას ეჯიუტები და არი იღებ ალბათ და მაგიტომ, ისე ზოგჯერ ეგგაუცნობიერებლად ხდება და ამ ბუქსაობაში ვატარებთ დროს ანვერ განვიცდით და ვგრძნობთ ცხოვრებას. ხომ არის ეგრე? მე ეგრე გამომიცდია

შენი ნებაა, მე კდიე შენს ადგილზე მაგალითად ემოციებით არასოდეს ვმოქმედებ, შეიძლება დიიდი ხანი ველოდო როდის დამიბრუნდება ცივი გონება, მანამდე უბრალოდ ვშეშდები.
არადა საქმე იცი რაშია, გაშეშება არ არსებობს, ან პროგრესირდები ან რეგრესირდები და ის რასაც უმოქმედობას ვუწოდებთ, მოქმედებაა, ოდნავ განსხვავებული.

ისე, ადრე ჩემი ფსიქოს ლექტორმა მითხრა ასაკი გაკლია ემოციები რომ რაციონალურდ აკონტროლო, სხვა მხრივ ყველა პირობა გაქვს ძლიერი ცხოვრების ასაშენებლადო და მგონი მოვიდა ეგ ასაკი, მაგრამ მშენებლობისთვის მასალაც კი არ შემიძენია

რა შუაში ეგ, და დღეს სამი ულამაზესი კაბა ვიყიდე. განა მარტო ლამაზი, თითოეული მათგანი კარგი მატერია, კარგი შეკერილი, ბრენდი, მეტყველი, ერთადერთი ეგზემპალრი მთელ საქართველოში.
რომ შეხედავ და ხვდები, ის ისაა. ჩაიცვამ და უფრო მეტად რწმუნდები რომ ისაა და შენ შენ ხარ და შენ შეგიძლია გადაატრიალო მთები,როდესაც გაცვია ის და მოიყვანო მთასთან ის უნამუსო მუჰამედი, აი ეგეთი.
სამივე ერთად დამიჯდა 30 ლარი. კაი ვიტყუები, 35 ლარი.
This post has been edited by ESTRELLA on 27 Jun 2015, 15:32