მაგის მიღწევა ადვილია, შენრჩუნებაა ძნელი, ისევე როგორც გახდე პირველი ადვილია ხოლო იყო პირველი არის ძნელი, ანუ შენარჩუნებაა ძნელი, პირველი ყოველთვის ფარია მისი ვინც უკან მოყვება
ადამიანი ერთ დონეს როდესაც მიაღწევს და თვითკმაყოფილი ჩერდება, ამ დროს გაჩერებული არაა, ის უკან მიდის, რადგან დრო მიდის წინ !
ამიტომ ეს რამოდენიმე მცნება აქ რომ წერია არაა საკმარისი იმისათვის რომ ადამიანი ბედნიერი იყოს, ის სულ უნდა იცვლებოდეს და ვითარდებოდეს, რადგან ყველა და ყველაფერი იცვლება და იხვეწება, ვითარდება შენს გარშემო, ადამიანი რაიმეს როცა მიაღწევს (თუნდაც აქ ჩამოთვლილს რომ არის ჯანმრთელი , ყავს იდეალური ოჯახი ) და გაჩერდება და იფიქრებს რომ ეს მისი მაქსიმუმია იმ წუთიდან იწყება მისი უკან სვლა , თუმცა ამას თავად ვერ ხვდება რადგან კომფორტის ზონაში იმყოფება, კომფორტის ზონის ფსიქოლოგიური განმარტება კი გეცოდინებათ ალბათ

. თუკი ადამიანი ფიქრობს რომ მაგარია, შესაძლოა იყოს მაგარი , მხოლოდ იმ პერიოდისათვის როცა მაგარია, ანუ მას თუ განვითარება და წინსვლა არ შეუძლია და რაღაც დონეზე გაჩერდა მაგარი ვერ გამოდის, ანუ იმ პერიოდში მაგარი არ ნიშნავს მაგარს, მას თუ არ შეუძლია რომ ყოველთვის მაგარი იყოს ის სინამდვილეში სუსტია! აქ მოყვანილ ფრაზებზე რომ ამის იქეთ არ უნდა იფიქრო სრულიად უინტერესო გახდება, რადგან ყველა ადამიანი სოციუმის წევრია და საკუთარ "მე" ს ამ სოციუმში და მის გავლენას და ძალაუფლების მოპოვების სურვილს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე სახლში ბედნიერად გამოკეტილი ყოფნას, პირველ რიგში ადამიანმა თუ არ იგრძნო რომ ის საზოგადოებაში როგორც პიროვნება დაფასებულია და მას შეუძლია, იგი არის საჭირო და სასურველი, მხოლოდ ჯანმრთელობა და ოჯახური იდილია ბედნიერებას ვერ მოუტანს. ამიტომ აქ ცოტა სხვა რამეა საჭირო, თუ გსურს რომ ჯანმრთელიც იყო და ეს ყველაფერიც გქონდეს რაც ჩამოთვალე რომ სხვა არაფერზე იფიქრო და იყო ბედნიერი, მაგის წამალი სწორედ ისაა რომ არ გაჩერდე და სახლში არ დაჯდე "ბედნიერი" !
This post has been edited by ambako1 on 25 Jul 2015, 10:01
ჩვენისთანა ბედნიერი ....