n1post
Newbie


ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 1
წევრი No.: 206644
რეგისტრ.: 20-August 15
|
#45459074 · 20 Aug 2015, 13:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გავიცანი მაშინვე მომხიბლა მისმა სუნამოს სურნელმა. და ჩემმა ტვინმა მითხრა რო არასოდეს ახლოს არ უნდამომეშვა. ცოტათი არასერიოზულობამ გამაოცა, შემრცხვა კიდეც.უფრო დიდი მეგონა, ან რავი. მერე სიზმარში ვნახე ჩემს საწოლში ვიწექით და ის სულ სხვანაირი იყო, არეული თვალებით მიყრებდა, გამეღვიძა სასიამოვნო გრძნობით, თითქოს მართლა იმისსუნი მიდიოდა დავემშვიდობე თან გულშირაღაცუცნაურმა შიშმა გამიელვა ზედმეტად გახსნილი ვიყავი, რას იფიქრებს ჩემზე, წეღან გავიფიქრე რო შეყვარებულივით მოვსეირნობთ და შევამჩნიე როგორ შემომხედა ძუძუებზე , გავატარე მარა ძაან შემეშინდა. თან თავი უხერხულად ვიგრძენი, ცოტათი ზიზღი ვიგრძენი როცა გადამკოცნა, შეხება არ მსიამონებდა, ამ ბIჭმა საერთდ არიცის როგორ შეგეხოს, ნუ მაშინ არც მე ვიცოდი, მარა მე ვიფიქრე ძაან უაზროდ ეს ფიქრი. ისეთიუცნაურიარო თავს იმის წინაშე გრძნობ დამშანავედ. თითქოს დედობრივი გრძნობები აღმეძრა, რაც მახასიაებს საერთოდ,განსაკუთრებული ამაში არაფერია, ხშირად დავდგომივარ მხარში ვინმეს, და ა.შ. უბრალოდ წინააღმდეგობრივია. მე ჩემი არცთუდალაგებული ცხოვრება ძაან მიყვარს, მგონია რო ჩამოყალიბებული ვარ იმაშირაც მინდა,სადაც მივდივარ,როგორც ვცხვობრობ, ღირებულებები,ფასეულობები,პრიორიტეტები, თუმცა რათქმა უნდა ვცდები, და ეს არვიცი, პატარა ვარ სამაგისოდ, თითქოს ამ ყველაფერს საფრთხე ემუქრება, მაგრამ კონკრეტულადრა არვიცი.. ნელნელა უცნაური ფორიაქი მეწყება, მინდა ყველაფერი მივატოვო,რაც მაკავშირებს ამ გარემოსთან, მინდარომუბრალოდ ავდგე და წავიდე, მეორე მხრივ, კი თავის მხრივ მექაჩება, თითქოს წასვლა მინდა,მაგრამ არ შემიძლია,არავინ მაძალებს დარჩენას, არც ერთადგილზე. შემდეგ ნარკომანის წერილი წავიკითხე. ზუსტად ასეთია. ყველა დამოკიდებულება რაღაცით ერთმანეთს ალბათ გავს, იცი შენთვის ცუდია,მაგრამ როცა ვენაში წამალი შეგყავს, ამაზე არ ფიქრობ,შემდეგ კი ტკობა, შემდეგ ლონკა, პრიმიტიულინარკომანი იყო.უკვე გამოსული. რო ცდილობს წარსულის შეცდომებს შეეგუოს, და წარმატებით გამოსდის. მეგობრებს ვეუბნები, ერთხელ, რომ როცა ვინმეს უყვარხარ, ღმერთი ხარ ეს ფრაზა მართალი ყოფილა, რა უცნაური პასუხისმგებლობაა მეთქი. არვიცი,ეს აზრი კონკრეტულად რას ეკუთვნის. მხოლოდ ნაწყვეტები მახსენდება. უხასიათობა, აივანზე სიგარეტის მოწევა და გამუდმებით მისი სახელის გამეორება, ტელეფონზე ვიღაც რორეკავს დათიშავს,მინდა დავიჯერო როისაა და საერთოდ,უკვე ამქვეყნიურობას აღარ ვეკუთვნი, ეს გრძნობა საერთოდ არაფრით გავს ჩემს მანამდე განცდილ რომელიმე გრძნობას .ემოციას ანრავი, მე ხანდახან ვხვდები,რომ რაც ჩემს თავს ხდება ეს ცუდია, თუმცა მხოლოდ საკუთარ სასურველობის განცდას ვყავარ შეპყრობილი, არ მძინავს,ვერ ვჭამ,მხოლოდ ამაზე ვფიქრობ ,მხოლოდ ეს არის ჩემს გონება\ში. და სირცხვილის გრძნობა. და ის,რომ ეს არარის სწორი ეს იდეაფიქსია, საიდანღაც ჩემთან მოსული. წამოვედი, და ვფიქრობ, რა უცნაურად მიყურებდა, ცუდად ხო არმოვიქეცი,ეჭვები და შიშები,ადრე თავისუფლად მოქცევა შემეძლო, ახლა კი თითქოს ბორკილები დამედო, ძაან ცხადად ვიგრძენი რამხელა კედელია ჩემს და მას შორის, მაგრამ მე არაფერი შემიძლია,იმედი მაქვს ის მოაგვარებს, ყველაფერს მხოლოდ იმას ვანდობ (რაც ერთადერთ სანანებელს წარმოადგენს ცამოწმენდილზე) სახლიდან გამოვედი. ყველაფრის მეშინია. მარშუტკის მძღოლთან ერთად მარტო დავრჩი. ადრე ჩავედი შემეშინდა. მეგობართან ერთად გავისეირნე. ის ჩემთვის სანდო ადამიანია,ვგრძნობ რომ მთელს სამყაროში მხოლოდ იმას არ ვატყუებ. იქნებ ამიტომ რჩება ის ასე ძვირფასად. ტყუიილები არ მახასიათებდა. ახლა კი სულმდაბლად ყველას ვატყუებ, მათ შორის საკუთარ თავს. არა, კი არ ვატყუებ დაჯერება არ მინდა რო რაც ხდება ის რეალურია, იქნებ მე ჩემი მოგონილი მეგონა, იქნებ მეგონა ჩემი საიდუმლო იყო, რომელიც მოკვდებოდა მალე და უხმაუროდ. საერთოდ არ მეტყობოდა რო ძალიან ცუდად ვიყავი, რამდენი კითხვა მქონდა ჩემს თავთან,მასთან ,სხვებთან,სამყაროსთან. ასაკიც ეგეთიმქონდა. რატო გაწითლდა ეს ბიჭი, არ მომესალმა წესიერად, მორცხვობს ალბათ, მე ეს სისუსტე მეზიზღება და ამის აღიარება მიჭირს. შეიძლება თუ არასიზმრები ახდეს?ალბათ კი. შეიძლებათუ არა სიზმრად ნანახი მონსტრი რეალური გახდეს, შეიძლება თუ არა მონსტრმა გაიღვიძოს შენში, რომელიც მეორე მონსტრს უყურებს და სრულყოფილების განცდა ეუფლება. პატარა ვიყავიმეთქი,ხო ვამბობ,არვიცოდი, რომ ეს ნამდვილად შეიძლება მოხდეს. ქალებმა იციან ხოლმე, თავს მაგრძნობინებდა ნამდვილ ქალად, ან პრინცესად, ან დედოფლად, ნაზ არსებად, დაცულად, მარა მე თავი მაგრძნობინა მტაცებელ მონსტრად,რომელსაც ამქვეყნად ყველა კაცის დაპყრობა შეუძლია , ალქაჯად,რომელიც იქნებოდა ძალიან შავი და ძალიან თეთრი, ყველაზე მაგარი საყვარელიც და ყველაზე წმინდა ხელშეუხებელი არსებაც. როცა შემეხო, მაშინ ჩემ გარშემო ყველაფრი გაქრა, მაშინ ვიყავი ბედნიერი და უბედური,გაბრაზებული და გახარებული. სამწუხაროა,რომ ჩემს ემოციებს მუდამ ორფეროვანი იერი ჰქონდათ, მინდოდა წასულიყო ჩემგან, მინდოდა დარჩენილიყო ჩემთან, მე არვიცი, რომელი იქნებოდა უკეთესი,ამის არჩევნის საშუალება არასოდეს მომეცემა. შემდეგ ისევ დაიწყო გიჟურ სექსზე ფიქრი. თავბრუსხვევები. როცა წავიდა , სენმა იწყო გაქრობა დროში გაიწელა. გინდა რამე ისე უთხრა რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სწორი დრო. მაგრამ ვერ ეტყვი. დრო არარის სწორი. არც შენთვის, არც მისთვის. იცი, რომ გაიგებს გათამამდება, იცი რომ ცუდად მოგექცევა. იცი, რომ დაგცინის. არვიცი,რატომ. ეგ ჩემი საქმე არარის. შემდეგ კი სრული გათიშვაა. ,ემოციური ადამიანი ვარ. ვეპოტინავე დიდხანს იმას, რისიც აღარ მჯეროდა. არც კი ვიცი, რა მაქვს საერთო ძველ ცემ თავთან. საბოლოოდ კი ეს ერთი ნაწყვეტია, რომელიც საბოლოოდ სანამ გაფერმკრთალდება, სჯობს ისე ეწეროს როგორც არის, შეულამაზხებლად. ახალგაზრდა გოგონა და ბიჭუნა, ჰორმონების მოჭარბება, იქნებ ამ სულიერ მხარეს, სულ მევიგონებდი. ან იქნებ მართლა იყო, და მე არ მესახებოდა სრულფასოვნად ეს გრძნობები, ჩვენი ურთიერთობა,რავი. თუ რატომ ვანიჭებდი იმაზე დიდ მნიშვნელობას და განსაკუთრებულობას,ვიდრე არის, ამ ნაწყვეტს, ამას ჩემთვის დავიტოვებ. კიდევ ბევრ რამესაც დავტოვებ მხოლოდ ჩემთვის.
|