გადავხედე პოსტებს და ყველა რაღაცას მისტირით

თქვენი არ ვიცი და მე მიხარია ყოველი დღე, ყოველი წუთი და წამი
მერე რა რომ შეიძლება "აგური მოგხვდეს თავში", ან "ლახვარი ჩაგცეს ვიღაცამ გულში"

მე მაინც სულ მიხარია
ყველა და ყველაფერი მომწონს

რატომ არ უნდა მომწონდეს რომ? არავინ და არაფერი მიშავებს რამეს, ზოგჯერ თუ ეცდებიან რომ მატკინონ გული, მაგრამ ისიც უმეცრებით და უნებლიეთ გამოსდით და არა ბოროტებით

სამყარო ძალიან დიდია იმისთვის რომ ერთმა ორმა "ტკივილმა და მწუხარებამ" თავგზა ამიბნიოს, ბეჭებზე რამ უნდა დამცეს, ბოლო-ბოლო ვერძი ვარ

არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემი გონება სულ პოზიტივით არის სავსე, თითქოს რაღაც ღილაკი მაქვს გონებაში, რომელიც ანთავისუფლებს და აცარიელებს ჩემს ტვინს ყოველგვარი ნეგატიური აზრებისგან

ქუჩაშიც კი, როდესაც დავდივარ მეღიმება

არა იმიტომ რომ დავცინი ვინმეს, უბრალოდ გული სიხარულით ივსება, იმდენი სიკეთის და სილამაზის დანახვა შეიძლება როდესაც პოზიტიურად ხარ განწყობილი

აი, გუშინაც..... საყვარელი ხარო.... ახლა უკვე მხოლოდ ჩემთვისო...
This post has been edited by MySweetAudrina on 23 Aug 2015, 11:14
Если у тебя получилось обмануть человека, это не значит, что он дурак. это значит, что тебе доверяли больше, чем ты этого заслуживаешь!