ჩემს განწყობას ამაზე უკეთ ვერაფრით გადმოვცემ

მიყვარს ამ გოგოს ხედვა..
დიკა სალაყაია
------------------
დაიწყეთ იქედან საიდან გინდოდათ,
ცხოვრება მოხატეთ ფერადი ფუნჯებით,
რიჟ–რაჟზე გააღეთ ფანჯრები ფართოდ და...
წლებს მიღმა წასულმა თქვით – უკან ვბრუნდები...
აკეთეთ ყოველთვის რაც გულს მოუნდება,
აავსეთ ოთახი გვირილის შუქებით,
სანთლები დააწყვეთ რაფაზე, კიბეზე.,
მინდვრად ითამაშეთ ნარინჯის ბუშტები.
მისწერეთ, უთხარით თუ როგორ გიყვართ და.
სიყვარულს უხდებით გიჟური ბუნებით
აჯობეთ!!! აჯობეთ სითბოთი აჯობეთ...
უფრო გალამაზდით თუკი არ უხდებით...
ხშრად ისეირნეთ უგვზოდ, უმიზეზოდ,
ტაძარში წარმოსთქვით შენდობის ლოცვები,
ყველას მიუტევეთ თუ კი რამ გტკენიათ,
გაეცით ღიმილი, სითბო და ნუგეში.
არასდროს იფიქროთ, რომ ვეღარ აიტანთ,
რომ ვეღარ გადიხართ სავალს და ხუნდებით,
თვალებზე იფრქვიეთ მზისფერი სინათლე,
წასული თუ გნახეს, უთხარით– ვბრუნდები!!!
ქუჩაში იარეთ ისე მოხდენილად,
უკან მოიტოვეთ ბილწი და მრუშები,
გზა–გზა დაარიგეთ ღიმილი, ყვავილნი,
არასდროს აიღოთ წყალობის ხურდები!!
This post has been edited by ninikeli on 25 Aug 2015, 14:00