დგები..
იბან
იცვამ
საუზმობ
მოდიხარ სამსახურში უკვე ფიქრებით სავსე
ლიფტიდან გამოსული ერთადერთი წამით იღიმები ბედნიერად, როცა შენს დამლაგებელს ხედავ, ერთადერთი ნათელი სული შენს ირგვლივ...
მერე რა ხდება..
ხარ დოლურაში ჩასმული ზაზუნასავით...
პასუხობ გზავნილებს.. ზარებს.. ვითომ საქმიანობ.. აკეთებ არაფერს.. ებრძვი ჰაერს..
გკლავს მონოტონურობა..
გკლავს მოდუნებული ტვინი..
მიდიხარ სახლში..
იხდი
იბან
ვახშმობ..
კითხულობ იდიოტს და იმასაც ხვდები რომ ლიტერატურით ვეღარსად გაიქცევი..
ფიქრობ რა ქნა..
და იძინებ

იდეა ჯერ კიდევ არ მოსულა..