#45343377 · 5 Aug 2015, 15:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მიუხედავად მთელი რიგი მანკიერებებისა, ვფიქრობ ჯერჯერობით სოც. ქსელებმა ჩვენთან უფრო დადებითი როლი შეასრულა, ვიდრე უარყოფითი. ალბათ ცოტათი უფრო ცივილურები გაგვხადა.
მაგრამ არ მომწონს, ბლოგერებიც ყველა ფეისბუკზე რომ გადავიდა. ერთი მხრივ გასაგებია, უფრო მოსახერხებელია და უფრო მეტ ადამიანს მიაწვდენენ სათქმელს, თუმცა ფეისბუკში ერთგვარად შეზღუდული ხარ, ნაკლები თავისუფლებაა. იქ თანამშრომელი დადებს სურათს, დაწერს რამეს და თავს ვალდებულად იგრძნობ დაალაიქო, იქ მწარე სიმართლის თქმა გინდა, მაგრამ საზოგადოების (უმრავლესობის) აზრს ითვალისწინებ, თავს იკავებ. ზოგიერთს კიდევ ჰგონია, რომ გენიოსი დეტექტივები არიან და პროფილში ერთი შეჭყეტვით, შენი პიროვნება მთლიანად გაშიფრეს, იმდენს კი ვერ ხვდებიან, სოც. ქსელების მთავარი დანიშნულება სასარგებლო ინფორმაციის გაცვლა რომ არის და ეს პროცესი რეალურად ღირებული საზოგადოებრივი დოვლათი რომ შეიძლება გახდეს.
მოკლედ მთავარია სოც. ქსელები დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ ფორუმთან და ბლოგებთან შედარებით, ფეისბუკზე ნარცისობა უკან გადადგმული ნაბიჯია. არ არის აუცილებელი ყველაფრის დაშეარება, ცოტა რამ საიდუმლოდ შემოვინახოთ.
|