sanfolიყავი ის ვინც ხარ
და აკეთე ის, რაც გინდა
პატარა ხარ ჯერ და დარწმუნებული ვარ სუფთა გული გექნება
ჰოდა მიჰყევი შენს სუფთა გულს და ნუ იდებს მსჯავრს
ღმერთს ისეთი უყვარხარ როგორიც ხარ
არ სჭირდება ღმერთს შენგან საკუთარი თავის უარყოფა სასუფევლისთვის
არასწორი გზაა ეგ
გინდა ფსიქოლოგობა? იყავი ფსიქოლოგი
კარიერისტი კი არა
ფსიქოლოგი იყავი
კარიერაში წარმატებულობა თუ იქნება მიზანი, მაშინ გამოხვალ საზიზღარი კარიერისტი და იქნები ცუდი ადამიანი და ვერასდროს გახდები ბედნიერი
და თუ ფსიქოლოგობა გინდა - იმიტომ რომ გაინტერესებს ეგ სფერო გულწრფელად, მაშინ ადექი და გახდი ფსიქოლოგი და იქნები ბედნიერი
თავისუფლება არის საკუთარი თავის რეალიზაცია
და არა საკუთარი თავისგან დამალვა და გაქცევა
ვინც სასუფევლის ძიების გამო საკუთარი თავის ამ ფორმით უარყოფა შთაგაგონა, ის ადამიანი ბოროტია გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად. დაივიწყე ეგ. უბრალოდ ამოიგდე თავიდან.
შენი შინაგანი თავისუფლებით მოიპოვებ სასუფევლის გზას და არა საკუთარი თავის უარყოფით
ღმერთი გვეუბნება რომ გულისთქმები უარვყოთ და არა საკუთარი თავი
გაუფრთხილდი შენს გულს და იყავი ის ვინც ხარ. დამერწმუნე რაც არ უნდა მოინდომო იმაზე უკეთესი ვერ გახდები შენით, ვიდრე ახლა ხარ. უფრო პირიქით. რაც უფრო მეტად მოინდომებ რომ საკუთარი თავი შეცვალო შენი ძალებით, მით უფრო მეტად დაიზარალებ თავს.
ღმერთი შენს შიგნით, შენს გულში, შინაგანში ეძიე და არა გარეთ, უარყოფაში სასუფევლის ძიებაში და ამ მიზნით შენი ნამდვილი სურვილების მსხვერპლად გაღებაში. მიიღე საკუთარი თავი ისეთი როგორიც ის არის, შეურიგდი შენს საკუთარ თავს და იყავი ბედნიერი.
შეწყვიტე ძებნა-ძიება

უბრალოდ გაჩერდი და ნელნელა დამშვიდდები, დალაგდები და შენს თავს უკეთესად გაიცნობ. გამოცდილი მაქვს შენი მდგომარეობა და ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ. შენსავით ვეძებდი და ათას რამეს ვაკეთებდი და რაც უფრო მეტს ვაკეთებდი მით უფრო მეტად ვეფლობოდი ჭაობში. ბოლოს მიმახვედრა ღმერთმა რომ უნდა გავჩერდე და შევიყვარო საკუთარი თავი. მეც გავჩერდი და ნელნელა ყველაფერი დალაგდა. ახლა მეცინება ხოლმე ჩემს მიამიტობაზე და სასუფევლის ძიების "მცდელობებზე"

ნუ დაიტანჯავ თავს
This post has been edited by ინაველ on 27 Aug 2015, 21:57