marimari11
Was mich nicht umbringt, macht mich stärker

       
ჯგუფი: Moderators
წერილები: 23531
წევრი No.: 162755
რეგისტრ.: 2-March 13
|
#46115752 · 3 Nov 2015, 00:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იქნებ მოხდეს სასწაული და ვინმემ წაიკითხოს იყოს მაინც * * * უბედურების დროს დარდი ნორმალური ცხოვრებისეული ემოციაა. დეპრესიული განცდა ხშირად თან ახლავს როგორც ფსიქიკურ აშლილობებს, ასევე ფიზიკურ დაავადებებსაც მაგ., ისეთ ინფექციებს, როგორებიცაა ჰეპატიტი ან ნევროლოგიური დაავადებები ამ თავში განვიხილავთ არა ჩვეულებრივ დარდს ან სხვა დაავადების თანმხლებ დეპრე სიულ განწყობას, არამედ სინდრომს, რომელიც დეპრესიულ აშლილობადაა ცნობილი. ამ სინდრომის ძირითადი მახასიათებლებია: წ გუნებ-განწყობის დაქვეითება წ ნეგატიური აზრები წ ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა წ ენერგიის დაქვეითება წ შენელება. ჩამოთვლილი ნიშნებიდან, გუნებ-განწყობის დაქვეითება ყველაზე ხშირი სიმტომია. `დეპრესიული ეპიზოდის~ დიაგნოსტიკური კრიტერიუმები IჩD-10 კლასიფიკაციის მიხედვით A გუნებ-განწყობის დაქვეითება წ ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა წ ენერგიის დაქვეითება და აქტივობების შემცირება B ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება წ თვითრწმენისა და თვითშეფასების დაქვეითება წ თვითბრალდებისა და თვითდამცირების იდეები წ პესიმისტური ფიქრები წ თვითდაზიანების იდეები წ ძილის დარღვევა წ მადის დაქვეითება. მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი: კლინიკურ სურათში წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ორი A და ორი B სიმპტომი ზომიერი (საშუალო სიმძიმის) დეპრესიული ეპიზოდი: კლინიკურ სურათში წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ორი A და სამი B სიმპტომი მძიმე დეპრესიული ეპიზოდი: კლინიკურ სურათში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა A და მინიმუმ ოთხი B სიმპტომი. კლასიფიკაციაში ასევე გათვალისწინებულია სიმპტომების სიმწვავე და ფუნქციური გაუარესება . ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი ზომიერი დეპრესიის ძირითადი მახასიათებლებია გუნებგანწყობის დაქვეითება, ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა, პესიმისტური ფიქრები და ფიზიკური სისუსტე. ყოველივე ეს იწვევს სოციალური და პროფესიული ფუნქციონირების გაუარესებას. გარეგნობა ავადმყოფს დამახასიათებელი გარეგნობა აქვს. ჩაცმულობა და ვარცხნილობა შესაძლოა უგულებელყოფილ იქნეს. რაც შეეხება სახის ნაკვთებს, დამახასიათებელია ჩამოწეული ტუჩის კუთხეები და ვერტიკალური ნაოჭი წარბებს შორის (შუბლი შეჭმუხნულია). თვალების ხამხამი შესაძლოა შემცირებული იყოს. მხრები ჩამოვარდნილია და თავი ისეა დახრილი, რომ მზერა ქვემოთ არის მიმართული (თავჩაქინდრული და თვალებდახრილია). ჟესტიკულაცია მინიმუმამდეა დაყვანილი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ, მიუხედავად ღრმა დეპრესიისა, ზოგიერთი პაციენტი სახეზე ღიმილს მაინც ინარჩუნებს. გუნებ-განწყობა ავადმყოფი საკმაოდ სევდიან გუნებ-განწყობაზეა. განწყობა მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება არც ისეთ გარემოებაში, როდესაც წუხილი შეიძლება შემსუბუქდეს, მაგ., სასიამოვნო საზოგადოებაში ყოფნა ან კარგი ამბის გაგება. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში გუნებ-განწყობა ჩვეულებრივი მოწყენილობისაგან განსხვავებულად განიცდება. ზოგჯერ ავადმყოფები საუბრობენ შავ ღრუბელზე, რომელიც თან ახლავს ყველა გონებრივ აქტივობას. ზოგიერთ ავადმყოფს აქვს უნარი, დროის გარკვეულ მონაკვეთში მაინც შენიღბოს ცხრილი განწყობის ცვლილება გარშემომყოფთათვის. ზოგიერთი უხასიათობას ექიმთან გასაუბრების დროსაც ოსტატურად მალავს, რაც დიაგნოზის დასმას კიდევ უფრო ართულებს. გუნებ-განწყობა დილას უფრო დაქვეითებულია, როდესაც ავადმყოფი იღვიძებს, ხოლო შემდეგ, დღის განმავლობაში, ის გარკვეულწილად, უმჯობესდება. აღნიშნულ მოვლენას გუნებ-განწყობის დღეღამური მერყეობა ეწოდება. დეპრესიული შემეცნება ნეგატიური ფიქრები (`დეპრესიული შემეცნება~) მნიშვნელოვანი სიმპტომებია, რომელთა დაყოფა შესაძლებელია სამ ჯგუფად : 1. უღირსობის განცდა, 2. პესიმიზმი, 3. თვითბრალდება და თვითდადანაშაულება. უღირსობის განცდის დროს პაციენტს მიაჩნია, რომ, რასაც აკეთებს, არაფერი გამოსდის და რომ სხვებიც უვარგისად მიიჩნევენ მას. მას აკლია თავდაჯერებულობა და უგულებელყოფს ნებისმიერ წარმატებას, რადგან მის მიღწევაში საკუთარ დამსახურებას ვერ ხედავს. პესიმისტური ფიქრები ეხება სამომავლო გეგმებს. პაციენტი ყველაზე უარესს მოელის. იგი მომავალში ხედავს მხოლოდ წარუმატებლობას სამსახურში, ფინანსურ კრიზისს, უბედურებას ოჯახში და საკუთარი ჯანმრთელობის გარდაუვალ გაუარესებას. ამ ტიპის უიმედობის განცდას თან ახლავს ფიქრი, რომ სიცოცხლე არაფრად არ ღირს და სიკვდილი მხოლოდ შვების მომგვრელი იქნება. ამან პიროვნება შეიძლება სუიციდურ აზრებამდე ან გეგმებამდეც კი მიიყვანოს. ამიტომ ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია პაციენტი გამოვკითხოთ, რათა დავადგინოთ ამ აზრების არსებობა (სუიციდის რისკის შეფასება დეტალურად განხილულია მე-17 თავში). თვითბრალდება ხშირად გაზვიადებული, მიზეზთან შეუსაბამო დანაშაულის განცდაა მაგ,. პაციენტს შესაძლოა დანაშაულის გრძნობა გაუჩნდეს მის მიერ წარსულში ვინმეს მოტყუების ან განაწყენების გამო. ჩვეულებრივ, პაციენტებს მსგავსი ამბები არ ახსოვთ წლების მანძილზე და ახსენდებათ მხოლოდ დეპრესიის დროს, რასაც თან ახლავს ინტენსიური ემოცია. ასეთი ვითარება პირდაპირ მიგვითითებს დეპრესიულ მდგომარეობაზე. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ბრალეულობის განცდა წარსულში მომხდარი კონკრეტული მოვლენის არსებობის გარეშე. სხვა ტიპის მოგონებები უკავშირდება უიღბლო/ უბედურ ფაქტებს; პაციენტი იხსენებს სევდიანი შემთხვევებს, როდესაც არ გაამართლა სხვისი მოლოდინი ან, როცა იღბალმა უმტყუნა. დეპრესიის გაღრმავების პარალელურად სევდიანი მოგონებები სულ უფრო ხშირი ხდება. პაციენტი თავს იდანაშაულებს დათრგუნულობისა და უუნარობის გამო და ამას პიროვნულ ნაკლოვანებებსა და მორალურ სისუსტეს მიაწერს (ხშირ შემთხვევაში ამ აზრს სხვები არ იზიარებენ). მიზანმიმართული საქციელი ინტერესთა სფეროს შეზღუდვა და სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება (ცნობილია, როგორც ანჰედონია) დამახასიათებელია დეპრესიისთვის, თუმცა პაციენტი ყოველთვის არ ამჟღავნებს ამ ჩივილებს. მას არ აქვს ენთუზიაზმი გააკეთოს ის, რაც ჩვეულებრივ მოსწონდა. იგი კარგავს ცხოვრებისა და ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესსა და ხალისს. ხშირ შემთხვევაში ცდილობს, განერიდოს საზოგადოებას. ენერგიის შემცირებაც, ჩვეულებრივ, დამახასიათებელი ნიშანია (თუმცა ხანდახან გამოიხატება ფიზიკური მოუსვენრობით და შეცდომაში შეჰყავს დამკვირვებელი). პაციენტი ხდება ლეთარგიული, დიდი ძალისხმევა სჭირდება ნებისმიერი საქმის გასაკეთებლად და უჭირს დაწყებული სამუშაოს დასრულება. მაგალითად, ჩვეულებრივ, სისუფთავის მოყვარული პიროვნება ამ დროს არ ალაგებს საწოლს ან ჭუჭყიან თეფშებს ტოვებს მაგიდაზე. სახლის გარეთ მუშაობა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. ბიოლოგიური სიმპტომები ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომთა ჯგუფი, რომლებსაც ხშირად `ბიოლოგიურს~ (ასევე `მელანქოლიურ~, `სომატურს~ და `ვეგეტატურს~) უწოდებენ. ეს სიმპტომები მოიცავს: ძილის დარღვევებს, გუნებ-განწყობის დღეღამურ მერყეობას, მადის დაკარგვას, წონაში კლებას, ყაბზობას, ლიბიდოს დაქვეითებას და ქალებში ამენორეას (სქესობრივად მომწიფებულ ქალებში ციკლის არქონას). ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ხშირია, ოღონდ, გარდამავალი ხასიათის საშუალო სიმძიმის დეპრესიული აშლილობის დროს. ძილის დარღვევა დეპრესიის დროს შესაძლოა რამდენიმე ტიპის იყოს. ყველაზე სახასიათო დილით ადრე გაღვიძებაა, მაგრამ შეიძლება აღინიშნებოდეს ჩაძინების გაძნელება და ღამის განმავლობაში ხშირად გაღვიძებაც. დილით ადრე გაღვიძება გულისხმობს, რომ პაციენტი ხშირად იღვიძებს გამთენიისას, ჩვეულებრივზე 2-3 საათით ადრე. ამის შემდეგ უკვე აღარ ეძინება, წევს ფხიზლად, აქვს შფოთვის, მოუსვენრობისა და გამოუძინებლობის განცდა. იგი გათენებული დღის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი, დანაღვლიანებულია წარსულში განცდილი წარუმატებლობების გამო და მომავალს დამწუხრებული ელის. დიაგნოზის დასმისას სწორედ ეს კომბინაცია არის მნიშვნელოვანი _ ადრე გაღვიძება დეპრესიულ ფიქრებთან ერთობლიობაში. აღსანიშნია ისიც, რომ ზოგი დეპრესიაში მყოფი პაციენტი ზედმეტი ძილის შემთხვევაშიც თავს გამოუძინებლად გრძობს. წონაში კლება უფრო მეტია, ვიდრე დეპრესიული მდგომარეობით განპირობებულმა მადის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს. ზოგ შემთხვევაში ვითარება საპირისპიროა _ პაციენტებს უძლიერდებათ მადა და წონაშიც საგრძნობლად იმატებენ. ხშირად საკვების მიღება დროებით აყუჩებს დარდს. დეპრესიული აშლილობის დროს ხშირია სომატური ჩივილებიც. ფიზიკური სიმპტომები მრავალგვარია, თუმცა განსაკუთრებით დამახასიათებელია: ყაბზობა, ადვილად დაღლა და ტკივილის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. მატულობს უკვე არსებულ ფიზიკურ დაავადებასთან დაკავშირებული ჩივილები და თავს იჩენს ჰიპოქონდრიული ფიქრები. სხვა ნიშნები დეპრესიული აშლილობის დროს შესაძლოა, რამდენიმე სხვა სიმპტომმაც იჩინოს თავი და ძირითად კლინიკურ სურათში ერთ-ერთი მათგანი დომინირებდეს. ესენია: დეპერსონალიზაცია, აკვიატებული აზრები, პანიკური შეტევა და დისოციაციური აშლილობების სიმპტომები, როგორიცაა: ფუგა ან პარეზი და კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა. ხშირია ჩივილები მეხსიერების დაქვეითებაზეც; დეპრესიული პაციენტები, როგორც წესი, ნეიროფსიქოლოგიურ ტესტებს ცუდად ასრულებენ, მაგრამ განსაკუთრებით თვალსაჩინოა ის, რომ ახლო წარსულში დასწავლილი მასალის აღდგენა და გახსენება უჭირთ. ზოგჯერ დეპრესიული პაციენტის მეხსიერება იმდენადაა დაქვეითებული, რომ კლინიკური სურათი დემენციას ემსგავსება. ასეთ მდგომარეობას, რომელიც უფრო ხანდაზმულ პაციენტებში გვხვდება, დეპრესიულ ფსევდოდემენციასაც უწოდებენ * * * ატიპიური დეპრესია ტერმინი ატიპიური დეპრესია ზოგადად საშუალო სიმძიმის დარღვევების შემთხვევაში გამოიყენება. წლიდან წლამდე მისი მნიშვნელობა იცვლებოდა და ამჟამად იხმარება შემდეგი ტიპის დაღვევების აღსანიშნად: წ ცვალებადი დეპრესიული განწყობა, გუნებ-განწყობა რეაგირებს პოზიტიურ მოვლენებზე; წ საკვების გადაჭარბებულად მიღება და დიდხანს ძილი; წ უკიდურესი სისუსტე და სიმძიმის შეგრძნება კიდურებში (ტყვიის დამბლა); წ გამოხატული შფოთვა. ამ კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტებს აქვთ ტენდენცია, გააზვიადონ მოსალოდნელი ან სავარაუდო უარი (უარის მიმართ სენსიტიურობა). ატიპიური დეპრესიის ამოცნობა მნიშვნელოვანია, რადგან ინტერპერსონალური სენსიტიურობის გამო, პაციენტები რთულად სამართავები ხდებიან. მათ უფრო `რთული~ ხასიათის ადამიანებად მიიჩნევენ. მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსუბუქი დეპრესიული აშლილობისთვის იგივე, ოღონდ ნაკლები ინტენსივობის სიმპტომებია დამახასიათებელი, რაც ზემოთ აღწერილი მძიმე ფორმების შემთხვევაში გვქონდა. ნაწილობრივ ეს ასეა, თუმცა მსუბუქი დეპრესიისას სხვა დამატებითი სიმპტომებიც ვითარდება, რომლებიც ნაკლებადაა გამოხატული მწვავე მდგომარეობის დროს. ასეთი სიმპტომები წარსულში აღწერეს, როგორც `ნევროზული~ და მათ მიეკუთვნება: შფოთვა, ფობიები (შიში), ობსესიური სიმპტომები და, უფრო იშვიათად, დისოციაციური სიმპტომები `ნევროზული~ სიმპტომების გარდა, რომლებიც თან ახლავს ზოგიერთ შემთხვევას, მსუბუქი დეპრესიული აშლილობებისათვის დამახასიათებელია ცუდ გუნებაზე ყოფნა, ადვილად დაღლა, ინტერესების დაქვეითება და გაღიზიანებადობა. დარღვეულია ძილიც, თუმცა დამახასიათებელია არა დილით ადრე გაღვიძება, როგორც ეს მძიმე დეპრესიის დროს ხდება, არამედ უფრო ხშირია ჩაძინების გართულება და ღამე ხშირი გამოღვიძება, რასაც ძირითადად ძილი მხოლოდ გამთენიისას მოჰყვება. `ბიოლოგიური~ ნიშნები (უმადობა, წონის კლება და ლიბიდოს დაქვეითება) ხშირ შემთხვევაში არ შეინიშნება. თუმცა, გუნებ-განწყობა დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება _ დილასთან შედარებით საღამოს უფრო მძიმდება. პაციენტს გარეგნულად შესაძლოა არც ეტყობოდეს დათრგუნულობა ან მოძრაობის შენელება. ბოდვები და ჰალუცინაციები არ აღინიშნება. მსუბუქი აშლილობების უმრავლესობა საკმაოდ ხანმოკლეა; დაწყებას განაპირობებს პიროვნული წარუმატებლობა , ხოლო, როცა სიტუაცია იცვლება, მაშინვე იკლებს ან ხდება ახალ გარემოებებთან შეგუება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება თვეობით ან წლობით და იწვევს მნიშვნელოვან პრობლემებს, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომატიკა არ უარესდება. ამ ქრონიკულ დეპრესიულ მდგომარეობას დისთიმია ეწოდება. ტერმინით ციკლოთიმიური დარღვევა აღნიშნავენ გუნებ-განწყობის ხანგრძლივ არასტაბილურობას, როცა ხშირია მსუბუქი დეპრესიისა და აღტაცების ეპიზოდები. მიჩნეულია, რომ იგი ბიპოლარული აშლილობის მსუბუქი ვარიანტია. უფრო მძიმე გუნებ-განწყობის დარღვევების დროს, არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა დისთიმიისა და ციკლოთიმიური აშლილობის მქონე ადამიანებს უვითარდებათ უფრო სერიოზული დარღვევები ან პირიქი
This post has been edited by marimari11 on 3 Nov 2015, 00:23
--------------------
მაკონდოში წვიმს
.
|