სხვაა ფილმი და სხვაა რეალობა,
ავტორო, ჯობია ისე კი რომ საერთოდ არ იჩხუბო, უცნაურია პირდაპირ, ვიღაცასთან ჩხუბი რომ მოგივა და გეუბნება შენი ძმაკაცები მოიყვანეო
რა ხელი აქვს შენს ძმაკაცებთან როცა შენთან აქვს კონფლიქტი და არა შენს ძმაკაცებთან
ქართული ჩხუბი? ძმაკაცების ჩამოყვანა რომ მიდის და კაჩავი, ბლატავი, და მერე ან ვიღაცა დანას გაგიყრის, ან ხელკეტით ნეკნებს ჩაგიმტვრევს, მერე პატრული, საავადმყოფო, მტრისას

მტრისას, ნუ გგონიათ ,,დაუმარცხებელი 2 - 3''-ს კინოფილმიდან, ან სხვა საბრძოლო ფილმებიდან, როცა ქუჩაში ჩხუბობ იქ არავინ გაცდის, ხელს როდის მოიქნევ, გირტყამენ პირდაპირ და გამეტებით, მთავარია არ დაიბნე არ შეშინდე და ცოტა სწრაფი იყო რომ შენც მოსდო, თორემ ვერ ხედავთ ქართული ჩხუბი როგორია? რაც ხელში მოხვდებათ ყველაფერს გესვრიან და გირტყამენ, ჩემი მეზობელი ხელკეტით ისე ცემეს ჩხუბში რომ საავდმყოფოში იწვა,
მერე უბანში მოხდა ჩხუბი ერთი ისე დაახეთქეს ასფალტზე ნახევარი საათი ვაი დედას გაიძახოდა. . . მერე მოვიდა პატრული და მოკლედ რაა.
ავტორო ასეთ რამეს გირჩევ:
1. მოერიდე ღამე სიარულს, იმიტომ რომ ღამე ძაან ბევრი შარიანი დადის, ამით თავს ნაკლებ საფრთხეს შეუქმნი.
2.კონფლიქტურ სიტუაციაში პირველ რიგში ეცადე მშვიდობიანად მოაგვარო ურთიერთობა, თუ ასე არ გამოვა მერე დაადე სიფათში.
3.თუ მოგივა ჩხუბი და გეუბნევიან რომ ძმაკაცები მოიყვანო, შენ შეგიძლია უთხრა რომ მოძღვართან წავიდეთქო, და მაგან გაარჩიოს ვინ მტყუანია და ვინ მართალი-თქო. თუნდაც შენი მოძღვარი იყოს თქო, ამით სიტუაცია ცოტათი მაინც დაცხრება, თუ დათახმდნენ წახვლათ მღვდელთან, თუ არადა სიტუაცია შეიძლება მომენტალურად დაცხრეს. . .
4.შარიან ძმაკაცებს დაშორდი, ანუ იმათ ვინც უაზროდ გხვევს შარში, მე მყავდა 2-3 ძმაკაცი რომლებიც შარში მხვევდნენ და მოვიშორე თავიდან (თქვენ წახვიდეთ მეთქი, შარი აიკიდოთ, მტყუანი იყოთ და მერე თქვენს გამო ვიღაცა ვცემო მეთქი? ან მე მცემოს?)და მოვიცილე თავიდან, კაის იზავ შენც მასე. . .