#45605058 · 6 Sep 2015, 21:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sanfol
ხუმრობ? რაის ბოლო შანსი? თუ არ მოკვდი ბოლო შანსი როგორ იქნება(არც ეს ვიცი ზუსტად).
იმის თქმა მინდოდა რომ უბრალოდ შენ თავს და გრძნობებს დაუგდე ყური და არა იმას რაც თქვა ვინმემ ან უბრალოდ ფიქრობ რომ სწორია და ასე უნდა იყოს.
მე მხოლოდ იმას ვამბობ რასაც ვხედავ, მე კი იმას ვხედავ რომ ტკივილს განიცდი და ამაში შეიძლება შენი რელიგია გიშლის ხელს. მე რაც შემიძლია გირჩიო ის არის რომ განვითარდი ბიბლიის წაკითხვაც განვითარებაა, მაგრამ მოდი შეცვალე გეზი და იქნებ უკეთ იგრძნო თავი იქნებ ისეთი რამ ამოიკითხო/გაიგო რომელიც შეგიმსუბუქებს ან გაგიქრობს ტკივილს, თვითგანვითარებაზე იზრუნე და შეცურე ყველგან არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას იტყვის იმ მდინარეზე შენ გრძნობებს და აზრებს ეცი პატივი. ახალი ცადე და ნახავ რომ ყველაფერი იცვლება უკეთესობისკენ ყოველი ნაბიჯის გადადგმის დროს იგრძნობ რამდენად იზრდება შენი მხედველობა და ამავდროულად რამდენია დასანახი. ეს უკანასკნელი ცუდად ჟღერს, მაგრამ კარგად აღიქმება.
ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს შენ თავს უმტკიცებ იმას რისიც შენ თვითონ არ გჯერა ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ჯაჭვით დაბმული ცოფიანი ძაღლი ხარ და აწყვეტას ლამობ, მაგრამ საკმარის ძალას არ ხარჯავ.
შეიძლება ვცდები და ალბათ კარგია, მაგრამ თუ არ ვცდები გითხარი რაც უნდა ქნა.
|