რაც მეტს ვფიქრობ პრობლემები გავიხსენო მით უფრო არ გამომდის
ან პრობლემები არ მქონია არასდროს, ან მათგან უგზოუკვლოდ განთავისუფლების გზას მივაგენი
მზიანი დღე იყო ალბათ ორიათას ათი წელი
თავი მტკიოდა საშინლად, ძალაგამოცლილი ვიყავი , ძაან ცუდად ვიყავი, სერიოზულად დაღლილი
დეიდაჩემის კორპუსიდან ჩამოვედი და სახლში მივდიოდი
სანამ სახლამდე მივიდოდი კორპუსი უნდა ჩამევლო, იქ ნაცნობი შემხვდა და ძაან მთხოვა ეს ფეხსაცმლის საწმენდი აუტანე იმასო, სართული მითხრა, მერვე თუ რაღაც.
არც მომისმენია, ერთი სული მქონდა სახლში წავსულიყავი, მეთქი უცებ ავუტან მაგის დედაც #####ან თქო.
ხო, მითხრეს რომ დამხვდებოდნენ კარებთან რამდენადაც მახსოვს. რომ ავედი მერვეზე, ვერავინ ვნახე.
ხან მეშვიდეზე ჩავედი, ხან ისევ მეცხრეზე. მოკლედ მერვე სართული იქნებოდა ალბათ და რაღაც ხის დასადგამი იყო, დავდე იქ და ჩავედი ეზოში..
უკნიდან მეკითხებოდა ის ტიპი, მიეცი თუ არაო. მე არც მახსოვს ვუპასუხე რამე თუ არა.. თავი მისკდებოდა და ცუდად ვიყავი ძაან ეს მახსოვს
მომდევნო ერთი თვის განმავლობაში კი რამდენჯერაც ჩავივლიდი იმ გზაზე რომელიც სახლამდე მიდიოდა მესმოდა როგორ ამბობდენ 80 თეთრის გამო როგორ "..........." არ მახსოვს შემდეგ რას ამბობდენ.
მინამიოკებდნენ ალბათ რაღაცეებს. 22 დან 25 წლამდე სასტავი
"80 თეთრიანი ფეხსაცმლის საწმენდის გამო"
შეიძლება მეჩვენებოდა კიდეც ..
ანუ ეგონათ ვიღაცის ფეხსაცმლის საწმენდი მოვიპარე
ამაზე ###ობა რა შეიძლება იფიქრონ ადამიანზე.
ერთი თვის შემდეგ დანა ჩავიდე ჯიბეში მივედი იმ ტიპთან ვინც ამაგზავნა ზემოთ და ვუთხარი
არ მახსოვს რა ვუთხარი, იქ დავდე საწმენდი რომ ავედიო. მგონი ვუთხარი.
შეიძლება ტიპებმა იფიქრეს, ამდენი ხანი აღებული ქონდა და ახლა დადოვო, ისე უაზროდ ვუთხარი. უნდა მეთქვა მაშინ რომ ავედი მერვეზე კაცი შვილი ვერ ვნახე და ხის რაღაცაზე დავდე საწმენდიო და მიხვდებოდნენ რაც მოხდა.
მოკლედ ახლაც გონიათ ალბათ რომ ფეხსაცმლის საწმენდი მოვიპარე
რაც ამაზე მაქვს ნანერვიულები
1000 ჯერ მაინც მაქვს ნაფიქრი

სადმე დამეწერა მინდოდა უბრალოდ