Trouble1ისევ კომპიუტერში მირჩევნია ყურება. არ ვივლი და ტყუილად გაწვალებ

ასეთია ზარმაცების ბედი.
გუშინ დამესიზმრა ჩემი ძველი შეყვარებული და ერთი ამბავი გამახსენდა, რომელიც მეგონა, რომ დიდი ხნის წინ მოვინელე, მაგრამ ჩემი ქვეცნობიერი არ მეთანხმება.
გაზაფხულის საღამო იყო

ოღონდ მშვიდი არა, ქარიც იყო და საკმაოდაც ციოდა.
გავუარე ფეხით და წავედით ერთ კაფეში, რომელიც ორივეს ძალიან მოგვწონდა. კარგი ხედი იყო და ლამაზი გარემო. ჩაის დალევა იქ ძალიან სასიამოვნო იყო.
ჩვეულებრივ შესანიშნავი საღამო იყო ვისაუბრეთ,ვიხუმრეთ,ჩავეხუტეთ და ფეხით გავუდექით ჩემი სახლისკენ გზას. ასევე ჩვეულებრივ დავლიეთ ცოტა ღვინო და დავკავდით სიყვარულით. როდესაც "დავიცალეთ სიყვარულისგან" მეუბნება, რომ უნდა დავშორდეთ.
არ იცოდა კარგი ტყუილი სახეზე ყოველთვის ეტყობოდა. ორიოდე წამი გაშტერებული ვუყურებდი შემდეგ ისტერიული სიცილი ამიტყდა და ბოლოს ტირილი მოვრთე. საშინელი გრძნობა იყო თითქოს მომკლეს და ვერ ვკვდებოდი.
სამზარეულოში გავედი და დანა ავიღე ყელზე მივიჭირე და ტირილს მოვუმატე. ვერ შევძელი ან არ შევძელი, ალბათ, გულის სიღრმეში მივხვდი, რომ სიყვარულს და სიკვდილს არავითარი კავშირი არ აქვთ. ნერვიული და სწრაფი ნაბიჯებით გავვარდი საძინებელში და იატაკზე დავწექი.
მთელი ღამე საშინელ სულიერ ტკივილს ვგრძნობდი. გათენდა თუ არა ავდექი,ჩავიცვი და გარეთ გავედი. არ ვიცი რამდენი ვიარე ან რატომ დავდიოდი ერთადერთი რაც მახსოვს არის ის,რომ სახლში ბედნიერი დავბრუნდი ხელში რალფით.
ხო კაი მახსოვს

მე ვიყიდე.