პატარა უფლისწული და მისი ერთადერთი ვარდი...
...ასე მოიშინაურა პატარა უფლისწულმა მელია. მაგრამ დადგა განშორების დღე.
- ო!.. - ამოიოხრა მელიამ, შენ რომ არ მეყოლები, ვიტირებ.
- შენი ბრალია, - უთხრა პატარა უფლისწულმა. - მე ცუდი არაფერი მინდოდა შენთვის. შენ თვითონ მოინდომე, რომ მომეშინაურებინე...
- მართალია, - თქვა მელიამ.
- ახლა კი უნდა იტირო!
- მართალია.
- მერე და, რა მოიგე?
- დიახაც მოვიგე, - მიუგო მელიამ. -მოიგონე რა გითხარი ოქროსფერ თავთავებზე.
და მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა:
- წადი, ერთხელ კიდევ ინახულე ვარდები და დარწმუნდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია ქვეყნად. გამოსამშვიდობებდლად რომ მობრუნდები ჩემთან, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ და ჩემი საჩუქარიც ეს იქნება.
*** *** ***
უფლისწულისა და ვარდების საუბარი...
*** *** ***
- თქვენ მშვენიერი ხართ, მაგრამ ცარიელნი, - განაგრძო მან. - არავინ გასწირავს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ვრწყავდი ყოველდღე, მას ვახურავდი მინის სარქველს, მას ვაფარებდი თეჯირს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. მისი გულისთვის ვხოცავდი მუხლუხებს (თუმცა ორი თუ სამი მუხლუხი არ მოვკალი და ისინი პეპლებისთვის დავტოვე) და მხოლოდ მას ვუსმენდი, როცა იგი საყვედურებს მეუბნებოდა ან ტრაბახობდა, ზოგჯერ მაშინაც კი ვუსმენდი, როცა დუმდა ხოლმე. იმიტომ, რომ იგი ჩემი ვარდია.
და პატარა უფლისწული მელიასთან დაბრუნდა.
- მშვიდობით... - უთხრა მან მელიას.
- მშვიდობით, - მიუგო მელიამ. - აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.
- თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი, - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.
- თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, მიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის.
- თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.
- ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, - თქვა მელიამ, - მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე...
- ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.
არის კიდევ პასადენას ვარდ(ებ)ი, მაგრამ... შირაზის...
...შირაზის ბაღში შემიყვანა, ვარდებში ჩამსვა.
ვარდის სურნელმა მე ბუნებით ტკბობა მასწავლა,
გული გამიხსნა და ჩემს სულში სითბო ჩაღვარა;
სასხლავით ხელში, მე იქ ვნახე ბრმა ბერიკაცი,
ჯერ ვარდს ეფერა, ეჩურჩულა, ლექსი ახარა...
ამბობენ ბოდბის ვარდები განუმეორებელიაო...
პ.ს.
არც უფლისწულის ვარდი მინახავს, არც შირაზის და არც ბოდბის
https://www.youtube.com/watch?v=chF244LWWqg ('იმაში' ჩასმა არ ვიცი)
პ.პ.ს.
რა მინდოდა?
...