სცენა სადარბაზოში:
ორი კაცი, გემოვნებით და სუფთად ჩაცმულები დგანან ხმლებივით ხმელები.
ერთი, უფრო ასაკიანი საუბრობს მობილურზე, ახსენებს დიდ თანხებს და პარალელურად ხმამაღლა და ლაღად მეორეს, ახალგაზრდას კომპლიმენტს ჩუქნის: "ვაა, რა მაგადი ქამარი გაქვს, ტოო!"
ასრულებს საუბარს და რეკავს, უცერემონიოდ იწყებს:
-მომისმინე შენ, წუხელ მე შენთან ვიყავი, გნახე? ვაა... მერე რა ვქენი იქ დავრჩი თუ წავედი სადმე? წავედი?! ნეტავ სად წავედი? ვიღაცამ დამირეკა და წავედიი? ვაახ, ნეტავ ვინ დამირეკა ტო...

უცებ მომინდა მის ადგილზე ვყოფილიყავი ან თვითონ ის ვყოფილიყავი.