მცდარი წარმოდგენაა, ერთგვარი სტერეოტიპია. შენ რატომ გჯერა არ მესმის.
ჩემი შესაძლებლობები არასოდეს მოსულა წინააღმდეგობაში მართლმადიდებლურ ქრისტიანულ სარწმუნოებასთან
და არც ქრისტიანულ სარწმუნოებას დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ჩემი უნარები.
ეს კითხვები მეც მიჩნდებოდა ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში და ვღებულობდი პასუხს უფლის სახლში.
ჩემი უნარები მხოლოდ იზრდება უფალთან ერთობით, არ მცირდება.
ვიღაცას მეცნიერული ტექნოლოგიების გამოყენების გზით ძალიან სურს ჩადგეს უზენაესსა და ჩემს შორის და
ამგვარად "ჩამიჭრას" გზა უფალთან. ეს ვიღაც მოქმედებს ბოროტის ნებით, უდაოა.
ცოდნა, რომელსაც უფალი მაძლევს არავის ეკუთვნის ჩემს გარდა.
როცა ვიღაც ამ ცოდნას მოიპოვებს და ავრცელებს, ეს უკვე საშინელი დანაშაულია უფლის წინაშე, ბოროტმოქმედებაა.
არ შეიძლება მოხვდეს ჩემზე ძალადობის და ჩემი წამების გზით იმ პირთა ხელში ეს ცოდნა, ვისაც არ აქვს ამ ცოდნაზე წვდომის უფლება.
არ შეიძლება ნიშნავს, რომ ეს დამანგრეველია ყველასთვის.
მნიშვნელობა არა აქვს: ჩემს წინასწამეტყველებას „ამოტვირთავს“ მავანი, ჩემს უფლისმიერ შემოქმედებას (ჩემს მრავალწლიან და ყოველდღიურ ინტელექტუალურ საკუთრებას), ჩემს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნის საფრთხეს წამების გზით, ჩემს ცხოვრებას დაიპყრობს ძალით თუ ჩემს რომელიმე სხვა საკუთრებას დაეპატრონება და ჩემს წინააღმდეგ გამოიყენებს, შედეგი იქნება ერთი: ეს იწვევს და გამოიწვევს მასობრივ ნგრევას.
ეს უკვე მოხდა არაერთხელ და მოხდება კვლავ, ვიდრე ის „მონსტრი“, ვისი დაკვეთითაც მე ვარ მრავალწლიანი წამების სუბიექტი არ გაიგებს,
რომ უნდა გამეშვას და მიბრძანდეს ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ.
განა ასე ძნელია ამ უმარტივესი ჭეშმარიტების გააზრება? არა რასაკვირველია.
უბრალოდ საცდელი ცდისპირი ვარ (ჩემი ნების დამოუკიდებლად) მოძალადის ხელში. ის „ფულს აკეთებს“, სხვა არა ანაღვლებს.
ცხადია, ეს ის მონსტრია, ვისაც უფლება მიანიჭეს მეცნიერული მიღწევა გამოეყენებინა ჩემს საწამებლად და მოსაკვდინებლად. AI, AI, AI…
ან არ მიანიჭეს, მაგრამ „მიინიჭა“, რამეთუ ფულიც აქვს და ძალაუფლებაც.
ამიტომ მაიძულებს უხმოდ ავიტანო მისი ძალადობრივი ექსპერიმენტები, წამება რომელშიც მამყოფებს.
დღეს მე ვარ ამ მდგომარეობაში, ეს ნიშნავს რომ ხვალ მთელი საქართველო იგივე მდგომარეობაში აღმოჩნდება.
პირველ დარტყმას ადმინისტრაციული ადამიანური რესურსი, ყველა "დასაქმებული" იგემებს, თუ ტოტალური
კონტროლის სატანურ ექსპერიმენტში მონაწილეობაზე ნებით არ მოაწერენ ხელს, თუ სულს არ გაყიდიან, მოუწევთ დატოვონ
სამსახურები და მძიმე ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჰაერით გამოიკვებონ.
ეს გარდაუვლად მოხდება "доверяй, но проверяй" ფორმატში. ჯერ სადა ვართ.

ეს ჩემი ძალიან ძველი ნამუშევარია.
თუკი ადამიანი მეცნიერებში საკუთარ შესალებლობებს უფლის ნების საწიმააღმდეგოდ იყენებს, ის გაივლის გზას
და როცა სრულოფილების (საფეხურებრივი პირამიდის) სათავეში მოექცევა სარკეში საკუთარი
სახის (რომელიც უფალმა შემქნა თავის ხატად და მსგავსად) სანაცვლოდ იმ ბოროტის გამოსახულებას დაინახავს, ვისი შთაგონებითაც მოქმედებდა.
ის გვიან მიხვდება, რომ მთელი მისი ადამიანური (კაცობრიობის) რესურსები თურმე ეშმას ჩაუგდია ხელში და რასაც ადამიანმა მიაღწია ეს ადამიანური კი არა, თავად ბოროტის საქმეებია, მართვის პულტიც ბოროტის ხელშია.
არ შეიძლება უფრო სრულყოფილი და მშვენიერი რამ შექმნას თავად ადამიანმა, ვიდრე შექმნა უფალმა ადამიანის გონების სახით.
ეს უბადრუკი ამპარტავანი უფლის დაცემული ანგელოზი უცხადებს ომს უზენაესს (ჩვენს შემოქმედს და მის შემოქმედს), რათა დაამტკიცოს რომ
თავად მეტად სრულყოფილი რამ შეიძლება შექმნას ადამიანის დახმარებით, ვიდრე შექმნა მამა ღმერთმა.
თუ ადამიანი აჟიტირებული ბრმად ერთვება ამ ომში, სადაც არ აქვს ჩაბმის უფლება, იწყებს თამაშს ბოროტის წესებით (აყვება მას ამ თამაშში),
შევა ცდუნებაში, უნდა ახსოვდეს სულ, რომ ეშმა ეშმაკია, მაცდურია: ადამიანს სულს, გონებას, სხეულს, მთელ შესაძლებლობებს წაართმევს, მიისაკუთრებს, გამოიყენებს და მერე სიურპრიზს სიურპრიზზე მოუწყობს.
ეშმა წაგლეჯს გაამპარტავნებულ ყოვლისშემძლე ადამიანს იმ მართვის ბერკეტს, რომელიც თავად ვითომდა ჩაუგდო ხელში.
სინამდვილეში ილუზია შეუქმნა და ადამიანიც აჰყვა. ის ჩვენ გამოგვიყენებს.
ქრისტიანულ სარწმუნოება სულაც არ უარყოფს რომელიმე აკადემიურ მეცნიერებას, ვიდრე
მეცნიერული ცოდნა არ იქნება გამოყენებული ბოროტად, უფლის ნების წინააღმდეგ.
უფალი ზუსტად იმდენ ცოდნას გვაძლევს ადამიანებს, რამდენის ფლობის და განკარგვის უფლება გვაქვს.
დანარჩენი ცოდნა, რასაც ბოროტის დახმარებით მოვიპოვებთ- ძალიან საშიშია. აქ დიდი სიფრთხილე გვმართებს.
ჩაბმა კოსმიურ თამაშებში ბოროტის წესებით დამანგრეველია ყველასთვის.
ზომიერების გრძნობა არ უნდა დავკარგოთ და უფლისა (შემოქმედისა) თუ ლუციფერის (ქმნილების) საქმეებისთვის
სახელის დარქმევას არ უნდა მოვერიდოთ. წმიდა სამება უზენაესია, იყო, არის და იქნება ყველგან და ყოველთვის.
არ უნდა გვეშინოდეს სიმართლის დანახვისა.
This post has been edited by Катеньки on 4 Oct 2020, 22:13