SЕAhttp://prntscr.com/9dwcbeხო. ეს ჩემი ძველი გუნდია)))))))))
მიყვარს ეს ლექსი.
ვარ საქართველო ანუ არდავიწყებათქვეს, ისტორია ნოემბრიდან* ჩემი იწყება,
სურთ, დაგვავიწყონ ამაღლებაც, თავდავიწყებაც,
არ გვიხმარია თურმე ფარი და არც მახვილი,
მაშ რატომ ისმის საქართველოს გმინვა-ძახილი:
მე ვარ იშხანი, მე ვარ ოშკი, ვარ მე ხახული,
როცა გიყვარდით დიდების დღე მქონდა ნახული,
როცა ზრუნავდით, იღვწვოდით და იბრძოდით როცა,
როცა მამულზე ზრუნვისაგან არ გქონდათ მოცლა,
მაშინ ვხარობდი, ვმაღლდებოდი და ვმშვენდებოდი,
და მხოლოდ თქვენთვის ვივსებოდი, აღვშენდებოდი,
როცა გიყვარდით, როცა იღწვოდით, როცა ზრუნავდით...
მე ვარ ოპიზა, მე ვარ ბანა არდამარხული,
ვარ ისტორია წინაპართა შემონახული,
ვარ ეკლესია ოთხთა ღვაწლით ნაგებ-ნაშენი,
თუ ვდგავარ დღემდე - იმ სიყვარულით გადანარჩენი,
ვარ ნიკორწმინდა, ვარ ბაგრატი, ვარ ალავერდი
და ჩვენი სწორი სად გინახავთ, რომელი ერთი?!
ვარ შიომღვიმე, მე ვარ ჯვარი, სვეტიცხოველი,
ჩემთან დადექით, მომეახლეთ, მოდით ყოველი,
სიყვარულს, რწმენას, თავდადებას თქვენგან მოველი,
მე ვარ ტაძარი ხელთუქმნელი სვეტიცხოველი...
ასი ათასი ქართველი ვარ თქვენთვის მლოცველი,
რომ წარსულიდან შემოგაშველოთ სულყველამ ხელი,
სამასი ათასს ფერეიდნისკენ გზა გვქონდა კრული,
დღემდე მოგტირით, მაგ მიწა-წყლისა ჩვენ ვართ ნატრული,
მე ვარ პაატა შეწირული, ვარ მე ყმაწვილი,
სამშობლოსაკენ ხელები მაქვს ლოცვით გაწვდილი,
მე ის დედა ვარ ხერხეულიძეთ ცხრათა მშობელი,
მამულისათვის დამინანია განა რომელი,
მე ვარ ჭაბუკი გასხვისებული უცხო ტომელზე,
დარდი თან დამაქვს გესაუბროთ აბა რომელზე,
ვარ სილამაზით, სათნოებით სავსე ქალწული,
სხვისა ჯიშისა დასამშვენებლად მე მიყიდული,
თქვენი ტკივილით, თქვენზე ოცნებით სავსე მაქვს გული...
მე ვარ გარეჯი, სათაფლია, ვარ მე ვარძია,
ქართული სული ჩემს კედლებში კვლავაც ანთია...
მე ვარ ბიჭვინთა, მე ვარ სოჭი ვიტყვი გამხელით,
მოკვეთილი ვარ თქვენგან ისევ ქართველის ხელით,
ვარ ახალგორი, ვარ ძირძველი ქართველთ ალაგი,
ნუთუ დავკარგეთ წინაპართა ძვალთშესალაგი?
ვარ აფხაზეთი, სამაჩაბლო, ვარ მე კოდორი,
დარდი მოგმატეთ განა ცოტა - მთელი გოდორი...
ვარ გიგოუბა, ტაოსკარი და დოლისყანა,
მტრისთვის ფეშქაშად გადაცემული თქვენი ქვეყანა...
ნურავის უსმენთ, შეასრულეთ ის, რაც წესია,
ეს მიწა-წყალი უფალს თქვენთვის დაუწესია,
თქვენი თანხმობით დუშმანს სხვისთვის განუწესია,
როგორ გაბედა, რა უხნია, რა უთესია?!
დუმილი თქვენი მისთვის სწორედ უკეთესია.
საცხოვარს გართმევთ და ბოშებად უნდა გაქციონ,
მოხეტიალე მათხოვართ ურდოდ გადაგაქციონ,
თქვენ მორჩილებით დაგიხრიათ სულყველას თავი,
დაბრმავდით? რით ვერ გაარჩიეთ კარგი და ავი,
ვის გაუგია მოძალადესთან რომ დასდო ზავი,
თეთრს თეთრი ჰქვია, შავს კი ყოველთვის ერქმევა შავი.
მაშ გააჩუქეთ თქვენი მიწა და თქვენი წყალი,
ნუღარ დაიცავთ, დაივიწყეთ კაცისა ვალი,
არ დაინანოთ წინაპართა სისხლი და ძვალი,
თქვენივე ხელით ამოითხარეთ სამზერი თვალი,
თქვენივე ნებით ამოძირკვეთ ქართველთა კვალი,
ზურგს მოიკიდეთ ბოღჩები და გაემზადეთ სახეტიალოდ,
უცხოთ დაუთმეთ საქართველო თუნდ სავარდოდ, თუნდ სატიალოდ...
მე გეუბნებით: გიგოუბა, ტაოსკარი და დოლისყანა,
გაჩუქებული, გასხივსებული თქვენი ქვეყანა,
გიხმობთ, მოგელით, ვარ იშხანი, ოშკი, ხახული,
წინაპართაგან თქვენთვის სათუთად გადანახული,
ვარ საქართველო, მქვია სახელად არდავიწყება
და ისტორია უხსოვარ დროს ჩემი იწყება...
----------------------------------
* იგულისხმება 2003 წლის 23 ნოემბერი.
/N.CH./
ჩემი მშვიდობის სახლი (post #43090007)=========
და ესეც.........
მძლია სოფელმანერთხელ მომინდა და ავწონე სინდისი ჩემი,
გაგიკვირდებათ, როცა ვნახე არ ჰქონდა წონა,
სად ექნებოდა, როცა ვიცი არ გამაჩნია...
ძალიან კარგი, არც შემაწუხებს არასდროს იგი,
ასეთი არის უზნეო კაცის ცხოვრების რიგი.
მე გადავცვალე სინდისი ჩემი ანგარებაზე,
სავსე ქისაზე, სიმდაბლეზე, სოფლის ვნებაზე
და თავი ჩემი ბედნიერი ამით მგონია,
არ მიწუხს ამით არცა სული, არცა გონია.
გაგწირეთ ყველა, სიმართლისა დავხუჭე თვალი,
დავთმე ზნეობა, ყველას გავნეთ საქმითა ჩემით,
შეგნებით ვამბობ მე სიცრუეს ყოველსა დღესა,
ღმერთის და კაცის წინაშე ვარ გულაღრძნობილი,
დავთმე უფალიც, სატანაა ჩემი ძმობილი.
სისხლით კაცობა არღარც კი მახსოვს მქონდა კი ოდეს,
ღირსება ყველა სად გამექცა, ვის კარზე რბოდეს?
მაქვს ყველაფერი, რაც ვისურვე სინდისის გარდა,
ყველა პრობლემა უმისოდაც ხომ მომიგვარდა?!
მიწიერ სურვილთ წავიმძღვარებ ცხოვრების გზაზე,
ამ წუთისოფლის იქით რა მელის, ვიფიქრო რაზე?
აქაც მეყოფა სადარდელი თავზესაყარი,
ეშმა იქნება იქ წასვლისას ჩემი მაყარი...
და მე ვერ ვიტყვი, რომ სოფელმა ვერ დამიჭირა,
მიწიერ ნდომით აზაზელომ გამომიჭირა,
მძლია სოფელმან, ეშმამ შეძლო ჩემი ცდუნება,
უმწიფარია კაცთა მოდგმის რადგან ბუნება.
/N.CH./
ისე, მინდა გითხრა, რომ მე ისტორია შეულამაზებელად მიყვარს... ჩემი სამშობლო, ჩემი ხალხიც ძალიან მიყვარს.
მოღალატები კი მეცოდებიან, რადგან ვერ გაუძლეს ცდუნებას და ეშმაკს მიყიდეს სული...
This post has been edited by TAMTAgirl on 16 Dec 2015, 00:25