COLTERმთელი ისტორია გქონია კატებზე და ძაღლებზე.
20-მდე კატა სათითაოდ? 2-3 ერთად?
ჰო, რომ დაუყვავე იმიტომ, მეც მაქვს ეგეთი შემთხვევა ერთ ძაღლთან. უი, მქონდა. რადგან საწყალი დაბერდა, ვერ ჭამდა ბოლო დროს, გიჟმა ბაბუაჩემმა მოსაკლავად ვერ გაიმეტა და ამ ზაფხულს მე, კატა და ძაღლი მანქანაში ჩაგვსვა. კატას იმიტომ იშორებდა რომ მსუბუქი ყოფაქცევის იყო. ძაღლს სიბერის გამო. მე რა მოტივით მიშორებდა, თანაც ორი ჩემხელა ჩანთით, კი ვკითხე, მააარა რად გინდა, მიპასუხა?
ხოდა, ვსხედვართ ახლა ასე მანქანაში. საჭესთან ბაბუა. გვერდით ბიძა. უკან მე და ტომარაში ჩასმული როსკიპი კატა. სულ უკან კი ჩვენი მურა ძაღლი. შეშინებული, მოკუნტული, უფრო გარუხებული. მე მისკენ ვიყავი მიტრიალებული და ვეფერებოდი, თვალებით ვესაუბრებოდით ერთმანეთს. არ ელოდა თვალებს და თავიდან არ შეაჩერა მზერა. შემდეგ კი დააბრუნა იგივე ტრაექტორიით, როგორითაც ამაშორა.. მომაშტერდა, დაბნეული და აღელვებული იყო... მე მახსენდებოდა როგორ ვნახე პირველად, თვეების ლეკვი, სხარტი და ავი. არ იყო ცანცარა. იცოდა რომ მისი საქმე სასაქონლოს დაცვა იყო და არც მიმიკარა. მთელ დღეებს მის სიახლოვეს ვატარებდი რომ მივეშვი და მოვფერებოდი. ძაან მოსაფერებელი იყო. მაგრამ არ იღლებოდა, ყეფდა და ხტოდა, მე უფრო მალე ვიღლებოდი ან მშივდებოდა და მივდიოდი ცოტა ხნით, ყურის ბარაბნები დაშოკილი მქონდა. მაშინ მეც პატარა ვიყავი, 14-15 წლის.
შემდეგ უკვე გაზრდილი ვნახე. ვერავინ იტანდა სიავის გამო, ჯოხებით დადიოდნენ. მე კიდევ მივედი. გავეცანი და მას მერე მცნობდა თუნდაც ერთი წელი არ ვენახე. თუმცა შეხვედრისას მე მაინც ვაცდიდი პირველი ნაბიჯი მას გადმოედგა. ანუ თათი დაერტყა ხელზე, მომეფერეო და გაწოლილიყო მიწაზე მოფერების მოლოდინში. ასე მოხდა პირველადაც და მივხვდი რომ მიმიღო.
ნუ ამასობაში ჯერ ის ბოზანდარა კატა ჩამოსვა ცოლოურის სოფელში, ამათ ბოზები მარტო ეკუთვნითო.
შემდეგ მე და თავს არ ვგრძნობდი კარგად ძაღლის გამო. კიდევ კარგი ძაღლის გაშვება არ ვნახე.
შემდეგ გავიგე ერთ რაიონში უნახავთ მდუღარით დამწვარი და დამწვარ ადგილას ბეწვგაცლილი.
მოვიშხამე მაშინაც და ახლაც.
მოეკლა მადლიანად და ეგ იქნებოდა! ! !
მაგრამ ამ ამბავში ბოზანდარა კატაზე მაშინაც მეცინებოდა და ახლაც.

პ.ს. და მთავარი დამავიწყდა, ის კატა ერთ თვეში დაუბრუნდა ორსული
This post has been edited by ESTRELLA on 21 Mar 2016, 21:35