vnaxe თემები სადაც დავტოვე კვალი, ბოლო პოსტი - მადამ ფისუნია. რატომღაც შემოვყევი.
ძალიან მოზღვავებულად, შენჯღრეულად, უჩვეულოდ, მიუსაფრად და თან მსუყედ ვარ. მიზეზთა და გარემოებათა გამო.
ყელთან არის ეს თან სასარგებლო და თან შემაძრწუნებელი რამ და გადმოსკდომა უნდა.
თან ძალიან დალაგებულიც ვარ და ეს ტექსტიც ისე დავწერე, თითქოს გამოცანის პირობა ჩამოვაყალიბე.
სიზმარს რაც შეეხება, კაააი 2-3 თვე წყვეტა მქონდა,უსიზმროდ მეძინა, ტვინი ისე დაიმუხტა და დაინაღმა, ვგრძნობდი რომ გამონთავისუფლება სურდა. სწორედ ზემოთ ნახსენები მიზეზთა და გარემოებათა გამო დაიწყო სიზმარი. ნუ ორი ვნახე და არც ისე ხარისხიანი, მაგრამ მაინც...