ვივიანაგიფშია ხო შენი მარადიული მდგომარეობა?


არ ვიცი მე რას ვშვები.
ალბათ არაფერს.
ანდაც ყველაფერს.
არაფერს კარგს
ყველაფერს ცუდს.
რაც იყო მოსალოდნელი ის მოხდა. ჩემ გონებაში ჩაბუდებული მახინჯი ჩიტები გარეთ გამოვიდნენ და სიცარიელემ დაისადგურა ჩემში.
ვეღარც ვსაუბრობ. ხმის ამოღებაც აღარ გამომდის.
არ ვიცი სად ვარ და რა მინდა.
არ ვიცი რას და რატომ ველი.
არც ის ვიცი რისი იმედები მაქვს. ერთი მკვდარი სიხლით და ჭუჭყით გაჟღენთილი ტიპი ვარ და ველოდები "მეგობარს".
ველოდები მას და ვიცი რომ მოვა. ველოდები მას და მესმის მისი მძიმე ნაბიჯების ხმა. ველოდები და ვიცი რომ ის უკვე აქ არის. ეჰჰ, იყო დრო როცა არ იყო დრო ახლა კი ყველაფერია და ყველაფერიც გაუფერულდა. სადამდე წავალთ მე და ჩემი უაზრო სიტყვები და სადამდე მივალთ მე და ჩემი უაზრო ცრემლები.
და მაინც ვიყვირებ და გავაგრძელებ მუშტების ქნევას.
This post has been edited by არისტოტელე999 on 26 Jan 2016, 23:21