როგორც იქნა სძლია ბოროტს

აღიარა, შემოუშვა და აჯობა. ყოჩაღ.
მეც წამის მეათედში დამავიწყდა ის წყენა, რომ შემშალა, ასე უფრო ზუსტია.
არა, დავიწყებით არაფერი გვავიწყდება.
უბრალოდ, ახლა ამ ჩვენს ურთიერთობას უნდა მოვუფრთხილდეთ და სწორედ ამ წყენის გამო, იმაზე მჭიდრო კავშირი გვექნება, ვიდრე აქამდე, მთელი ჩვენი ცხოვრება გვქონდა ერთმანეთთან.
უფ... რა კარგია. ახლა აღარ მეცოდება უაზრო შეტენვის მცდელობები რომ ჰქონდა მაშინ რომ მეცოდებოდა.
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენს შორის აღარ მოხდეს ასეთი ტკივილი.
აი ასე, როგორც იქნა მეც და მანაც ამოვისუნთქეთ.
ახლა კი სახეშეცვლილები გავაგრძელებთ. თუმცა რაც იყო, არის და მუდამ იქნება, ამიტომაა სიფრთხილე საჭირო ურთოერთობაში.
ის კიდევ ჩემი სისხლი და ხორცია, ამით კი ყველაფერი ითქვა.
რავი მე რა მოხდა მასში. მაგრამ სასიამოვნოდ გამაოცა.

მაგარია, ასე მგონია უცხო ადამიანია, რომელიც სულ ახლახნს გავიცანი და მსუბუქი, დისტანციური და სასიამოვნო ნაცნობიდან ვიწყებ.
რა უკუღმართი ვარ. სრულიად უცხოებთან ეგრევე საუკუნის წინ გაცნობილი ახლობელივით ვიქცევი და ეგერ ჩემი ცხოვრების განუყრელ ნაწილთან უცნობივით. ორივე სასიამოვნოა ისე, რადგან სიახლეა და მრავალფეროვნება.
თუმცა პრაქტიკამ მიჩვენა, უცნობებს არც უნდა გაუღიმო, რადგან 99% სტერეოტიპულად მოაზროვნე ნაგლი ღორია.
ისედაც, გამიქრა ინტერესი, სურვილი შეხების. დიიიდ გალავანს ავაგებ და შიგნით იქნება უზარმაზარი, დედამიწის ხელა მინდვრები და სანახები, ულამაზესი და სიცოცხლეებით სავსე.
არ გააჭირეს საქმე, თუ გულწრფელი, თავმდაბალი და უბრალო ხარ, ეგრევე გაცამტვერებენ. მაინც არ შევიცვლები !
This post has been edited by ESTRELLA on 9 Mar 2016, 01:31