მომწონს... თქვენც გიზიარებთ.. ავტორი არ ვიცი.. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს - ჩემს სათქმელს ამბობს

ბევრი ლოცვა ყოველთვის დიდ რწმენას არ ნიშნავს!
ბევრი ცრემლი ყოველთვის დიდ მწუხარებას არ ნიშნავს!
ბევრი გინება ყოველთვის აგრესიას არ ნიშნავს!
ბევრი ბოდიში ყოველთვის თავმდაბლობას არ ნიშნავს!
არც დულიმია ყოველთვის ოქრო,
და... არც სიყვარულს მოაქვს ყოველთვის ბედნიერება!
ყველა ბრძოლაში არ მარცხდება ყოველთვის დონდლო!
და... არც ყოველთვის მართალია მეცნიერება...
ქალს შეიძლება შვილი არც ჰყავდეს და იყოს კარგი დედა..
ყოველთვის უზრდელი არ ხარ როცა შეპასუხებას ბედავ.
ყოველთვის რთული არაა სხვისი საყვედურების ატანა,
ვინც ეკლესიას არ სწყალობს, ყველა არაა სატანა!