- ადგა, ქურთუკი ჩაიცვა და წავიდა სახლიდან.
საიდან უნდა მცოდნოდა, რომ რამდენიმე წუთში დაბრუნდებოდა და ჭამის გაგრძელებას მოინდომებდა?
თან აქეთ რომ შეიცხადა.
ნათელმხილველი კი არ ვარ, იდიოტო ქალო, წინასწარვე რომ განმესაზღვრა ეგ. მაშინ გაგეფრთხილებინე. ხომ იცოდი, რომ ისე არ დავტოვებდი და ალაგებას დავიწყებდი? მომავლის წინასწარ განჭვრეტა რომ შემეძლოს, ახლა ასეთ დღეში კი არ ვიქნებოდი ცხოვრებისეული <ლამის> ყველა მხრიდან?!
გულახდილობა და გულწრფელობა არც ჩემთვისაა უცხო. მაგრამ შენგან განსხვავებით ყოველთვის ვამჩნევ საზღვრის ხაზს და უსამართლო უხეშ პირდაპირობაში არ გადავდივარ.
-ამ ხალხს ამდენს რატომ აბედინებ ხოლმე? ხომ შეგეძლო, "ვწუხვარის" მაგივრად რაც გაიფიქრე, ის გეთქვა? სულაც არ გამოვიდოდა ცუდად. უბრალოდ, დელიკატურად დაანახებდი, რომ შეცდა.
რაც იყო, იყო. დაიკიდე რა. მაინც სულ ცოტაღა დარჩა.
- აჰა. მაგის მოლოდინიღა მაძლევს ძალას და პოზიტივს.
- სადაც ამდენს გაუძელი, ამასაც შეძლებ. ეს იმ უარესებთან შედარებით არაფერია.
- ჰო, ვიცი.
...
- მე მჯერა შენი. ძლიერი გოგო ხარ. გვერდზე ასევე ძლიერი ბიჭი გეყოლება და ორივე ერთად გახდებით უძლეველნი. ორი შეერთებული ძალა. მმმ. <3 :შინაგანიკუნთები:
- ... გული ცუდს მიგრძნობს.
... და საერთოდაც. გაჩერდი, ნუღარ მელაპარაკები. ... საიდან დავიწყე და რაზე გადახვედი. არა, შენ ერთ თემაზე დარჩენაში ძაან ძაან.