მომნატრებია წერა.
იყოს აქ...
იყო და არა იყო რა.
იყო ,,ის რაც უნდა გაგეკეთებინა" და იყო ,,ის რაც არ უნდა გაგეკეთებინა". მათ შორის მხოლოდ ერთი განსხვავება იყო, მეორე ვარიანტი იმდენად მიმზიდველი და სასიამოვნო ჩანდა ხშირად ფარავდა ხოლმე თავის სრულ შინაარსს, გამოკეტავდა საცოდავ ადამიანებს თავის გავლენის ქვეშ და იყო ისე-ვითომც არაფერი.იყო ჩუმად, პირველი ვარიანტის მსგავსი. იწვევდა ნდობასა და კეთილგანწყობას. და მაინც,მიუხედავად მისი აშკარა დანიშნულების, ის ჩანდა მაინც იმაზე კარგი-ვიდრე უნდა ყოფილიყო. იმაზე უცოდველი-ვიდრე ვინმეს წარმოედგინა.
ერთ დღესაც კი, დაიღალა სულ სიბნელეში ყოფნით და ძალიან ხმამაღლა უნდოდა ეთქვა-ვინ იყო სინამდვილეში. გაეღვიძა, სამყაროს მერაღაცამდენედ გაუღიმა და რამდენიმე წამით დაფიქრდა რეალობაზე,რომელსაც ალკოჰოლის ზემოქმედების შემდეგაც ვერ აღწევდა თავს. დაფიქრდა იმაზე,რომ უკვე დრო იყო... უსიამოვნო წინათგრძნობამ დაუარა და მაინც გაფაციცებით დაიწყო იმ სიტყვების ძებნა,რომელიც ასეთი საჭირო იყო. ის ეძებდა ,,გულახდილ სიტყვებს", არც მოოქროვილს და არც მოჩუქურთმებულს, ძალიან ღარიბულს და ამავდროულად ძალიან ძვირფასს.
მას უბრალოდ უნდოდა აეხსნა-რატომ მოექცა ასე ადამიანებს.
დღეები გადიოდნენ, ყველა მისი ნდობით ცოცხლობდა და ვერავის წარმოედგინა რომ ოდესმე- შესაძლებელი იყო, ის, ასეთ პიროვნებად ქცეულიყო.ასე უემოციოდ მოეშორებინა ყველა ნდობის ძაფი,რომელიც ამდენი ხანია გააბეს.
ერთ მშვენიერ დილას კი, ,,რაც არ უნდა გაგეკეთებინა"-მ ,ყველას მოუხმო, ცრემლნარევმა და თავდახრილმა ძლივს მოძებნა დასაჯდომი ადგილი. სათითაოდ შეხედა პიროვნებებს და მარცხენა ხელით ცრემლები მოიშორა. ღრმად ჩაისუნთქა და ძლივს გასაგონი ხმით ჩაილუღლუღა რაღაც. ხალხი შეშფოთდა, ურჩიეს-ცოტა ხმამაღლა ილაპარაკე, ხომ იცი-ჩვენ ყოველთვის შენთან ვიქნებით და ჩვენი იმედი,ყოველი დაღამებისას და გათენებისას უნდა გქონდესო. ჰოდა ,,რაც არ უნდა გაგეკეთებინამ"-ხმას აუწია. ტონი შეცვალა, უფრო თამამი და თავდაჯერებული გახდა. ყველას სათითაოდ მიუგდო მზერა და სავარძელზე უფრო კომფორტულად მოთავსდა.
რამდენიმე წუთი დუმდა შემდეგ კი დაიწყო
,, მე რა დავაშავე?... არც არაფერი დამიშავებია. თქვენვე მომყვებოდით. ეს სასიამოვნო იყო, ცოდვებში მარტივად გითრევდით, ბევრ შეცდომას გაშვებინებდით მაგრამ ეჭვგარეშეა ეს თქვენ ბედნიერებას გჩუქნიდათ. ამ ყველაფერს ვუყურებდი და არ შემეძლო შემეწყვიტა ამის გაკეთება. თქვენი ცოდვები ხომ-იმდენად ნათელს გხდიდათ,მიკვირდა კიდეც რომ ეს ცოდვები იყო. ხანდახან მჯეროდა კიდეც,რომ მას არ ჰქონდა მსგავსი დანიშნულება. თქვენ ისეთი კეთილები და... თავისუფლები იყავით. მე არ შემეძლო შეჩერება, მე გითრევდით და გითრევდით- მაგრამ ახლა დადგა დრო როცა მე ეს აღარ მსურს. რადგან მე ძალიან მალე მოვკვდები და თქვენ ყველაფრის ახსნის გარეშე რჩებით. მირჩევნია ეს მალევე მოხდეს და თქვენც მალევე იმ ჭეშმარიტებამდე მიხვიდეთ რომ ჯობს ,,ის რაც უნდა გაგეკეთებინა"-ს მისდიოთ. ის იქნება მტანჯველი, მტკივნეული, მოსაბეზრებელი და მოსაწყენი...მე ამას წინასწარ გეუბნებით და თქვენც დაინახავთ. მაგრამ შეიყვარეთ... ისეთი როგორიც არის. მომავალი კი-მას ისეთს გახდის,როგორიც თქვენ გინდათ რომ იყოს.
ბრმად დადიოდით, მე მომყვებოდით და ჩემით ფიქრობდით მხოლოდ-ახლა კი დაჟინებით ვითხოვ, საკუთარ თავს უყუროთ. თქვენ ყველა,აუცილებლად იქნებით ,,ის რაც უნდა გაგეკეთებინა" და ეს გაგხდით ვარსკვლავებივით ბრწყინვალესა და ხელშეუვალს. მე მჯერა ამის. მჯერა ასევე მონატრების,რომელიც აუცილებლად დაგცინცლით ცრემლებს, საჩხუბარ სიტყვებს, თვითგვემას, მაგრამ მერწმუნეთ ეს დროებითი იქნება. არ არსებობს შეუცვლელი ადამიანი. მე გამახარებს ეს მონატრება მაგრამ აუცილებლად გავიმეორებ-რომ არ ვიმსახურებ.
დრო გავიდა, მე თქვენ უბედურებისკენ გზა გიჩვენეთ. დაგანახეთ ბინძური თავისუფლების სილამაზე, დაგაშვებინეთ შეცდომები,მიგაჩვიეთ ადამიანებს, გაგხადეთ მათი ქვეშევრდომები, მოგაშორეთ საღ აზრს, დაგაკარგვინეთ თავმოყვარეობა. და ყოველი ამ უსამართლობის ფონზე,რომელიც არ მართლდება და ვერც ვერასოდეს იპოვის ახსნა მაინც მინდა გითხრათ-ცოდვილი ცრემლითა და დანაშაულის გრძნობით სავსემ -რომ მე თქვენ მიყვარხართ. და... მინდა გახსოვდეთ."
ირიბმა ტონმა მალევე გაარღვია ბრბო და ცისკენ აიჭრა.
,,ის რაც არ უნდა გაგეკეთებინა"გაქრა. და დარჩა ტკივილი,სივრცითი უნდობლობა. ენატრებოდათ მისი შეხება, ის გარღვეული ზღუდე და ბიწიერება.
სინათლე-სიბნელით შეიცვალა. ხალხს უჭირდა სწორად ცხოვრება,უჭირდა საკუთარი თავის შეყვარება.
დღეები და წლები გადიოდნენ, ხეებზე ფოთლები კი უცვლელნი-ისევ ნახევრად მოყვითალო და ,,სეზონშეჩერებულ"-შემოდგომაზე გაჩერებულიყვნენ.
არაფერი არ იყო-საერთოდ არაფერი.
წლები გადიან და ალბათ ვინმეს, სადღაც ღარიბი დასახლებიდან სჯერა-რომ ისევ განათდება ჩაბნელებული ქუჩები. რომ ამდენი შეცდომების შემდეგ ისევ შეიყვარებენ ადამიანები ერთმანეთს. ყველას აქვს უფლება-სჯეროდეს...
აი მე კი, ხშირად ვფიქრობ ხოლმე, სინათლეზე ჩემი საძინებლის კედლიდან და ვგრძნობ, ,,ის რაც არ უნდა გაგეკეთებინა" აუცილებლად ისურვებდა რეალობით ბედნიერი ვყოფილიყავი და თუნდაც ჩაფიქრებული,აცრემლიანებული, საცოდავი სიტყვებით მოწუწუნეს-გამევლო ლამაზი ბაღი,ჩემს კორპუსთან ახლოს და გულში,ძალიან ჩუმად მეთქვა ,, მე ეს ასე უნდა გამეკეთებინა"-და მე აქ ვარ...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by littlemiss on 13 Feb 2016, 15:07
--------------------
,,სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ. ჯერ ნეპალში უნდა წავიდე და საკუთარი თავი ვიპოვო"
,,ამ დიდ სამყაროში ყოველთვის დაელოდები ვინმეს და ყოველთვის იქნება ვინმე, ვინც შენთან იქნება, დაიკეტება კარი, გაიღება ფანჯარა, ამ მცირე დროში სანამ ამ ფანჯრიდან შემოვა სხივი, ეცადე არ მოკვდე"