ეს არაფერი.
ძალიან მალე ყველაფერს გადარეცხავს ანკარა ნაკადული და გააკამკამებს.
თან მაშინვე დაიწყებს, როგორც კი მე დავიწყებ.
ხომ გჯერა? მჯერა, ოღონდ რომ შევძლო, რამე ვიტამინების და მინერალების კომპლექსი შემაშველე. გემოგლობინი მაქვს დაბალი და კალცი.
კატაბალახას ან ვალერიანის ძირებიც მომიხარშე.
სანთლები და საკმეველიც დამინთე.
ბევრი ჩახუტება, სიცილი, სხვები.
ამ და სხვა ჩვეული მოქმედებათა კომბინაცია გულით შესრულებული, დაგვეხმარება განახლება-აღდგენაში.
თორემ ახლა 10 ჩაის ჭიქაში ჩაწურული და შემდეგ ურნაში ჩაგდებული ლიმონივით ვარ.
სულ მალე მალე კი აი ასე ვიქნები.