და რა უნდა ქნა როცა ბუნებრივად აღარ შეგიძლია ბედნიერი იყო?!
და რა უნდა ქნა?
რა ? რა ? რა?
აღარ მაქვს არაფრის სურვილი
დამასვენეთ
საქანელაზე ვიჯექი ამ სიმღერას ვუსმენდი
და ვგრძნობდი, ხო ვგრძნობდი
ემოციებს
ახლა თითქოს ყველაფერი ხელოვნურია
აღარაფერი დამრჩა
გამომფიტეთ
ასე მგონია ყველა სათითაოდ მიშრობთ
საბოლოო წყლის წვეთს
რომელიც თავისით ისედაც აორთქლდება
მაგრამ არაა , რისთვის არსებობთ თუ არ დააჩქარეთ ყველაფერი
თქვენი ხელით თუ არ შეიწოვეთ ეს წვეთი ვერ მოისვენებთ , აი მერე კი კმაყოფილები მიდიხართ
არც მეკითხებით ისე მოდიხართ და რაღაც ჩემოდნისხელა პასუხისმგებლობებით მტვირთავთ
იქნებ გეკითხათ ? იქნებ მეც მიმეღო მონაწილეობა ამ ჩემოდნის ჩალაგებაში ?
გოგო მაინც სხვანაირად ალაგებს ყველაფერს ..
მაგრამ არა შენ , ხო შენ მაგ ჩემოდნის გასაღებიც არ მომეცი, ბოქლომი დაადე და წახვედი
არა, რომ წახვედი ეგ ჩემთვის არაფერს ნიშნავს , მაგრამ გასაღები მჭირდება , ჩემი ნივთები მინდა დავიბრუნო ..
.........................