1. წყლიდან შემაძრწუნებელი სიცივე შემოდიოდა ზიდჰარტაში, რომელსაც მის სულში დაბუდებული საშინელი სიცარიელე ეგებებოდა. აღარაფერი არსებობდა მისთვის, გარდა იმისა რომ ჩაეკლა თავისი არსება, დაემსხვრია ეს თავისი უხეიროდ ნაგები ცხოვრება და ნამსხვრევები ფერხთით მიეყარა ახარხარებული ღმრეთებისთვის. სიკვდილი, მისთვის საძულველი ფორმის მსხვრევა - აი ამათ ამონთხევას ნატრობდა იგი. დაე, თევზებს შეეჭამათ იგი, ეს ძაღლი ზიდჰარტა, ეს შეშლილი, ეს გახრწნილი და დამპალი სხეული, ეს დაღლილი და წარყვნილი სული! ჩაშტერებოდა იგი წყალს და საკუთარ სახეს აფურთხებდა. ოდნავ მოტრიალდა რათა ჩავარდნილიყო და დამხრჩვალიყო.
2. და სწორედ ამ დროს მისი სულის მიყურებული კუნჭულიდან, მისი დაქანცული ცხოვრების წარსულიდან რაღაც ხმა გამოკრთა. ეს იყო სიტყვა, მარცვალი, რომელიც დაუფიქრებლად, ენის ბორძიკით წარმოსთქვა, ყველა ლოცვის საწყისი და სასრული სიტყვა - წმინდა "ომ". მყისვე გაიღვიძა მისმა ჩათვლემილმა გონმა და თავისი ქმედების სიშლეგე შეიცნო.
3. ძლიერ შეშინდა ზიდჰარტა. ნუთუ ეს იყო მისი საქმე, ისე თავდაკარგული, გზააბნეული, ყოველგვარი ცოდნისგან მიტოვებული, რომ შეეძლო სიკვდილი ეძებნა. ნუთუ იმდენად დიდი გამხდარიყო ეს სურვილი, ეს ბავშვური სურვილი სიმშვიდის პოვნისა, რომ შეეძლო თავისი სხეული ჩაექრო, რაც ბოლო დორის ყველა წამებამ, ყველა იმედის გაცრუებამ და სასოწარკვეთილებამ ვერ აღძრეს მასში, ამ ერთმა წამმა შესძლო, რამეთუ "ომ"-მა შეაღწია მის შეგნებაში: მან თავი შეიცნო თავის უბედურებაში და თავის შეშლილობაში...
1. საკუთარი თავის უპატივცემულობა
2. იმედი
3. გამოღვიძება

)))