ახალი ფურცლიდან დაიწყოს ცხოვრება.. დაივიწყოს "მე შემიძლია" და "მე არ შემიძლია"
ჩათვალოს რომ ყოვლისშემძლეა..
მაგრამ გააკეთოს ის რაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ გააკეთოს, უბრალოდ დრო დაუთმოს მიზნის ძიებას მის ცხოვრებაში
ისეთი მიზანი უნდა იყოს სასურველია რომ ძალიან ცოტას ქონდეს ეგ მიზანი დედამიწაზე, ძალიან დიდი მიზანი იყოს და ისეთი რომ ბედნიერებას ასხივებდეს ამ ადამიანისათვის ეგ მიზანი
პარალელურად პატარ-პატარა მიზნები შეიძლება ქონდეს მაგრამ როგორც მუხის ტანი რაიმე მასშტაბური უნდა ქონდეს ერთი რომელიც საყრდენს მისცემს მიწასთან და დალშე ტოტებიც გამოუვა უამრავი ხეს (პატარ-პატარა მიზნები ანუ) და ეგეც კარგი იქნება..
კარგად უნდა იყოს მთავარი მიზანი შერჩეული.. სასურველია..
მერე უკვე როცა იპოვი, აღარაფერი იქნება საფიქრალი გარდა იმისა თუ მიზანი როგორ მოიყვანოს სისრულეში და როცა გეგმა ექნება დაიწყოს მოყვანა
ფანტაზია თქვი თორემ გეგმებს რა დალევს, ერთი გეგმა თუ არ იმუშავებს სხვა მოიფიქროს.
თეორიაში თუ ადამიანს რაღაცის მიღწევა შეუძლია დედამიწაზე, ეგ ადამიანიც ხომ ადამიანია და გამოდის რომ მასაც შეუძლია, გააგრძელოს სვლა და სიკვდილმა თუ არ შეუშალა ხელი ერთ დღესაც მიაღწევს
მაგრამ საკუთარი თავი უნდა შეცვალოს ახალი ფურცლიდან რომ დაიწყოს, მისი არსებული თავი სუიციდისკენ ექაჩება ისეთი აზრები უტრიალებს.. რომ მაგ მუხისხისტარიან მიზანს ვერ დაითრევს მასე..
ხოდა მისი აზრების გაფანტვაა საჭირო უნდა მიხვდეს რომ მიზანს შეუძლია მართლა შეცვალოს მისი ცხოვრება.. თუ არადა იყოს ჯიუტი და მოიკლას თავი რაც შესაძლებლობაზე უარის თქმას ნიშნავს .. შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მისი ცხოვრება ჯადოსნური გახადოს, ამის რესურსი ყველას აქვს, მაგრამ ზოგი საკუთარი აზრებით სუიციდამდე მიდის..
ხოდა ეგ აზრებია პრობლემა.. სუიციდით, სიცოცხლეს ანუ თამაშს ეთიშება ადამიანი.. პირველობისკენ სწრაფვა , გამარჯვების წყურვილი უნდა აიჩქეფოს ადამიანმა სისხლში რომ საკუთარი თავი შეიცვალოს
და ისე მარტივია ეს შეცვლა
უბრალოდ მიზნის ძიება უნდა დაიწყოს პირველ რიგში
აი ასეთი ელემენტარული რამის გაკეთებას რა უნდა..
ცოტა თავს ძალა უნდა დაატანოს პოზიტიურად იფიქრობს, მაგალითად სიკვდილი ცუდია სიცოცხლე კარგი ხოდა თუ სიცოხლე კარგია სუიციდური ფიქრებს ხომ ჯობია სიცოცხლის გასახალისებელი ფიქრები
ხოდა მივა იქამდე რომ მიზანი ეძებოს
ანუ ცოტა თავს ძალა უნდა დაატანოს
რავიცი, მე რაც დავწერე ეგ თუ არა მაგარი ფსიქოლოგი უნდა და იქნებ იმან მაინც დაარწმუნოს რომ მიზნის ძიება დაიწყოს :\
შეიძლება ანტისუიციდური სხვა მეთოდებიც არსებობს გარდა მიზნისა ცხოვრებაში, მაგრამ ჩემი დატესტილი და მუშა ჯერჯერობით მხოლოდ ეს არის და სხვა რავი ვერ წარმომიდგენია რა უნდა იყოს გარდა მიზნის ქონისა
ნუ ეს ყველაფერი რაც დავწერე ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩემი აზრია და სხვას სხვა აზრი შეიძლება ქონდეს
მე პირადად ხშირად შევცვლილვარ და ვიცვლები და .. ვთქვათ მაგ ადამიანისთვის თუ შეცვლა მიუღებელია .. რთულად არის საქმე..
ადამიანი როცა იცვლება კარგია.. უკეთესობისკენ როცა იცვლება რა თქმა უნდა )
მუდმივად უკეთესობისკენ შევიცვლები იმედი მაქვს და 70 წლისაც რომ ვიქნები ერთ ადგილას არ გავიყინები და გავაგრძელებ იმ ასაკშიც უკეთესობისკენ ცვლას..
ადამიანი უკეთესობისკენ თუ არ შეიცვლება მაშინ როცა უარესობისკენ მიდის, შეიძლება ისევე ეგონოს ვინმეს დიდობაში რომ ღრუბლები იჭმევა, როგორც მე ბავშვობაში მეგონა, იმიტომ რომ ახალი სიმართლე არ მიიღოს .. ის სიმართლე რომ ღრუბლები არ იჭმევა და ბამბის ნაყინის გემო არ აქვს.. და არც მათზე შიშველი ფეხებით სიარული შეიძლება თუ მათამდე ახვალ.. ან კიდე სუიციდამდე მივიდეს, იმიტომ რომ ახალი სიმართლა არ მიიღო, ის სიმართლე რომ სწორად შერჩეული მიზანი შველის სუიციდისკენ ადამიანის ლტოლვას ,
სწორად შერჩეული მიზანი, კარგი და მაგარი მიზანი ოღონდ ..

ხოდა ეს სწორად შერჩეული მიზანი მერე ჯანსაღი რამეებისკენ დაუწყებს ადამიანს ლტოლვას, სიკვდილისა და სუიციდის მაგივრად.. ჯამრთელობაზე დავიწყე მაგალითად ზრუნვა.. ბავშვობის შემდეგ პირველად მინდა რაც შეიძლება დიდხანს ვიცოცხლო, როცა მაშინ როცა არ მქონდა შეგნებულად არჩეული , კარგად გააზრებული და ისე შერჩეული და არჩეული მიზანი, მაშინ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი თუ როგორ მომვკვდარიყავი რაც შეიძლება მალე.. ვეძებდი მალე სიკვდილისთვის საშუალებებს.. ომიში წასვლა იქნებოდა ეს , სასმელი თუ სიგარეტი.. ნარკოტიკებამდეც მივიდოდი მაგრამ დროულად მივხვდი რომ სიკვდილი იმიტომ მინდოდა, რომ ცხოვრებაში მიზანი არ მქონდა, მერე ვიპოვე მიზანი და ნელ-ნელა ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა და ჯერ კიდევ მიდის
გავაჯვი რამხელა პოსტი გამოვაცხვე