სხვები არ ვიცი, ისეთებია, არც გამიგია.
მაგრამ თმის ვარცხნა და ზოგადად თმა ჩემთვის რაღაცით დატვირთულია.
ისევე როგორც დღის ბოლოს ყველაფრის გადაფერთხვა, რაც გეცვა, კიდურების და ტანის დაფერთხვა, ასევე თავის (თმის) დაფერთხვა გამდინარე წყალზე და დავარცხნა ყველა მიმართულებით.
სრულიად ახსნადი მოქმედებებია. წყალი მგრძნობიარეა. თმაც. ტანსაცმელიც იკრავს დღის ემოციებს თუ ენერგიებს. გაფერთხვისას იშორებ შენგან ამ ყველაფერს. გამდინარე წყალი თან წაიღებს და არ დატოვებს. ჩაკეტილ ოთახშიც რომ არ უნდა გაიფერთხო ტანი და სამოსი, ცხადია.
ასე ვიქცეოდი ხოლმე 13-20 წლის ასაკში. სულ ვფიქრობდი, რა დალაგებული ვართქო და ამ აზრმა ისეთი მოქმედებები მაკეთებინა არაცნობიერად, რომ ამოტრიალდა რეალობა. ძაან მენატრება მაშინდელი ჩემი თავის განცდა. ნუ ესეც მომწონს. უბრალოდ მოხვედრა და აღნიშვნა ერთგვარი თვითგამოხატვაა.