Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფსიქოლოგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(7)
« პირველი
...
2
3
[4]
5
6
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
სიყვარულის თეორიები
, psychology
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
anniean
Super Member
ჯგუფი: Registered
anniean
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 333
წევრი No.: 213389
რეგისტრ.: 28-January 16
#47201930
· 6 Mar 2016, 23:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
სიყვარული ღმერთივითაა. ყველა მასზე ლაპარაკობს , განიხილავს, მსჯელობს, არკვევს, ეძებს. და მაინც არავინ იცის რეალურად რა და როგორია.
ჩემი თეორია ასეთია: ვინც როგორია, ისეთნაირად განიცდის სიყვარულის მდგომარეობას.
ხელოვანის, შემოქმედის, დიდი ადამიანის სიყვარულის მდგომარეობას და გრძნობებს ვერ შევადარებთ პატარა მწირი ცნობიერის მქონეებისას
This post has been edited by
anniean
on 6 Mar 2016, 23:28
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#47212127
· 8 Mar 2016, 03:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ალექსანდრე ჭავჭავაძე - სიყვარულო, ძალსა შენსა
სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?..
ვინ არს რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,
და ბულბულსა რად ეზრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!
სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,
სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.
შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის,
მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის!
--------------------
ლოცვა:
…იესო ქრისტე ძეო ღვთისაო, მოგვიტევე ცოდვები ჩვენნი და გააბრწყინე დღეს საქართველო...
იყოს ნება შენი ქვეყანასა ზედა, სიყვარული საქართველოსა ზედა იმედად მსოფლიოსა ზედა.
yovel otxshabats sagamos 7 saatze caikitxavt 3-jer, mteli msoplios qartvelobas gaaertianebt.
© Artist
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Xermod
Member
ჯგუფი: Registered
Xermod
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 219323
რეგისტრ.: 3-June 16
#48013502
· 6 Jun 2016, 02:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ამ საკითხის სესახებ,თუ რა არის სიყვარული, როგორ წარმოიშობა, რითი იკვებება და რატომ კვდება, ამაზე ყველას თავისი აზრი აქვს..მაგრამ სიყვარული სექსსაც აუცილებლად გულისხმობს. უფრო მეტიც, ყოველგვარი სიყვარულის საფუძველს სექსი წარმოადგენს ( ნუ გამოეკიდებით სიტყვა სიყვარულის მრავალმნიშვნელობას გთხოვთ
) . ჩვეეულებრივი აზრით, სიყვარული აუცილებლად ერთმანეთის მოყვარული ადამიანების სქესობრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას უკავშირდება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#48018209
· 6 Jun 2016, 19:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Xermod
QUOTE
ყოველგვარი სიყვარულის საფუძველს სექსი წარმოადგენს
არაა მასე, დედა შვილური და და ძმური სიყვარული ნუ გავიწყდებათ თუნდაც ღვთაებრივი სიყვარული...
QUOTE
სიყვარული აუცილებლად ერთმანეთის მოყვარული ადამიანების სქესობრივ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას უკავშირდება
ეს არის ცხოველური სიყვარულის თეორია, რომელიც ფართოდ განავრცო ფროიდმა, ყველაფერში სექსი ელანდებოდა, ბავშვი ძუძუს რომ
წოვსო ისიც სექსუალურ სიამოვნებაში გაიყვანა და კაცობრიობის ფსიქოლოგია დაამახინჯა მან თავისი ავადმყოფური აზრებით...
ძალიან მიწიერი და ცხოველის დონიდან გამომდინარე აზრებია, მითუმეტეს რომ ცხოველებშიც კი არის სექსუალური მორალი..
* * *
პს.
სიყვარული ჯერ პიროვნების სოყვარულით და მისი ხასიათობრივ შეყვარებით იწყება და არა სექსუალური ჟინით,
თუ თინეჯერი ან სექსუალურად ავარდნილი ("აზაბოჩენი") ვინმე არაა ადამიანი, ურთიერთ დაფასებით და პატივისცემით
იწყება, მერე გადადის პიროვნების განუმეორებლობის შეცნობაში და მასში ჩაღრმავებაში, ეს უსასრულო პრიცესია და ამას
ქვია ნამდვილი სიყვარული, არაა სიყვარული რაიმე ზედაპირული რამ რაც სექსით იწყება და მერე მობეზრებით მთავრდება,
მაგას არ ქვია სიყვარული, ეგ არის მხოლოდ ეგოიზმის და მოპოვების დაკმაყოფილება, სექსუალური გადახრებით.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Xermod
Member
ჯგუფი: Registered
Xermod
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 219323
რეგისტრ.: 3-June 16
#48018652
· 6 Jun 2016, 20:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
არაა მასე, დედა შვილური და და ძმური სიყვარული ნუ გავიწყდებათ თუნდაც ღვთაებრივი სიყვარული...
მე აღვნიშნე რომ სიტყვის მრავალმნიშვნელობას ნუ გამოეკიდებით თქო
მაგრამ ამაზეც დავწერ.
ბავშვის სიყვარული დედისადმი ეს ძლიერი, ბავშვობიდან მოყოლებული შეჩვევაა. რაც თქვენ თქვით ეს არის სიყვარულის განსაზღვრა გაცილებით უფრო ფართო გაგებით, ვიდრე მამაკაცისა და ქალის სიყვარულია. ასეთ განმარტებაში თავისუფლად იგულისხმება დედისა და ბავშვის სიყვარულიც. მაგრამ განა მშობელი შვილისადმი სქესობრივ ლტოლვას განიცდის? რა თქმაუნდა არა,სქესობრივი ლტოლვა მხოლოდ პარტნიორის,იგივე მეუღლისადმი შეიძლება გააჩნდეს ადამიანს.
პირველყოფილი საზოგადოების გარიჟრაჟზე ქორწინება,როგორც ასეთI,საერთოდ არ არსებობდა. პირველყოფილი თემისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდა ვისი იყო ბავშვი და ვინ იყვნენ მისი მშობლები. მაგრამ ჩვენი რთული,თანამედროვე ცხოვრება,ნერვოზების და დეპრესიების ერაა,ეს იმიტომ ხდება რომ ადამიანები არ არიან მათ მიერვე შექმნილ საზოგადოებასთან, უფრო ზუსტად,მის მის მორალურ კოდექსთან ჰარმონიაში.. თუ ჩვენ გვაქვს რაღაც მორალური წესების გროვა,მეორეს მხრივ კი,გვყავს ადამიანთა მასა, რომლებსაც არ შეუძლიათ შეურიგდნენ ამ წესებს, ეს ამგვარი ხალხის არანორმალურობას სრულიადაც არ ნიშნავს. ხო ხშირად ხდება,რომ არანორმალური აღმოჩნდება თვით მორალური\ ნორმები. ადამიანთა უმეტესობას არასწორად ესმის სიყვარული. დამნაშავე კი მათი აღზრდაა,უფრო ზუსტად ის ხალხი,რომლებიც მათ ზრდიდნენ.
ყოველდღიურად გვხვდებიან ამ ყველაფრის გამო გაუბედურებული ოჯახები, დღეს ამ რიცხვმა კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. არსებობს ადამიანთა დიდი ნაწილი,რომლებსაც არ ესმით ან არ უნდათ რომ გაიგონ ის, თუ რა უნდა გააკეთონ სიყვარულის მოსაპოვებლად. ცოლები რომლებსაც არ სურთ მომხიბვლელად გამოიყურებოდნენ და ამიტომ თავს არ უვლიან და ქმრები, რომლებიც იგივეს აკეთებენ. ასეთ ადამიანებს არ შეუძლიათ გადაწყვიტონ არა თუ ქორწინების მცირე და დიდი პრობლემები, არამედ საერთოდ ცხოვრებისაც კი. ისინი დაბნეულად, გაუცნობიერებლად ცხოვრობენ ცხოვრობენ და ასეთივე რჩებიან სექსის საკითხებშიც
ამბობთ სიყვარული ჯერ პიროვნების სოყვარულით და მისი ხასიათობრივ შეყვარებით იწყება და არა სექსუალური ჟინით, მაშინ მეც დაგისმევთ იგივე კითხვას, მეგობრების შეზენაც ხო ასე იწყება? მათ მიმართაც იგივეს ხომ ვერ იგრძნობთ როგორც იგღზნობთ სასურველი ქალის მიმართ,ანუ შეყვარებულის მიმართ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#48018765
· 6 Jun 2016, 21:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
პირველყოფილი თემისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ქონდა ვისი იყო ბავშვი და ვინ იყვნენ მისი მშობლები.
ხოდა სწორედ უკან უნდა დავბრუნდეთ მაგის გამო? და დავივიწყოთ ყოველგვარი შინაგანი მორალი რომელიც კაცობრიობის ცნობიერი
მონაპოვარია? ეს დადის ცხოველურ სიყვარულამდე ანუ მხოლოდ სექსზე.
QUOTE
ამბობთ სიყვარული ჯერ პიროვნების სოყვარულით და მისი ხასიათობრივ შეყვარებით იწყება და არა სექსუალური ჟინით, მაშინ მეც დაგისმევთ იგივე კითხვას, მეგობრების შეზენაც ხო ასე იწყება?
შეყვარებულები მეგობრებიც უნდა იყვნენ (ქალი და მამაკაცი) სხვანაირად მხოლოდ სექსზე დაფუძნებული სიყვარული მალე მთავრდება, ცხოველები
და ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, აგრეთვე პირველყოფილი ადამიანებიც განსხვავდებიან თანემედროვე ადამიანისგან, იქ ძალის მიერი
მოპოვება იყო ქალის, აქ კი უკვე გარკვეული რომანტიზმი და მორალი თუ ურთიერთგაგებას აქვს ადგილი (გლბალური პრობლემები ნამდვილ სიყვარულს
ვერ ერევა) სექსი არაა სიყვარულის საწინდარი (შემადგენელი შეიძლება იყოს) არის პლატონური სიყვარულიც(ქალსა და კაცს შორის). .
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Xermod
Member
ჯგუფი: Registered
Xermod
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 219323
რეგისტრ.: 3-June 16
#48019043
· 6 Jun 2016, 21:47 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ხოდა სწორედ უკან უნდა დავბრუნდეთ მაგის გამო?
სწორედ ამიტომაც აღვნიშნე ეს რომ იქიდან უნდა გამოვიდეთ, ვთქვათ ხმამაღლა რაც მაშინ შეზღუდული იყო,არ არსებობდა და ეხლა არსებობს.
გეთანხმებით რა თქმაუნდა იმაში რომ შეყვარებულები მეგობრებიც უნდა იყონ,ეს მისი ატრიბუტია, მეგობრობა, თანადგომა,გაგება,ნდობა და ა.შ. რაც მთლიანობაში ჰარმონიულ კავშირს ქმნის უდავოდ,მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს ყველაფერი ვერ იარსებებს თუ კი არ იქნება ასევე ჰარმონიული სექსი. ეს ფსიქოლოგიურად დადასტურებული ფაქტია, მამაკაცებს სხვანაირად უყვართ ქალებს სხვანაირად. ღალატი,დეპრესია, იმპოტენცია,ფრიგიდულობა და უამრავი ნეგატივი შემოდის ოჯახში თუ კი არ არსებობს სრულფასოვანი სექსი. სექსი ჟინი არ არის, ჟინი არის უცებ გაჩენილი მოთხოვნილება სხვადასხვა სიტუაციაში წარმოქმნილი სხვა ადამიანის მიმართ და ამას არანაირი კავშირიც არ აქვს სიყვარულთან ხომ ესეა? ...
მოდით ჩამოვაყალიბოთ მაშინ ასე:
რა არის სექსი? - სექსი არის ფიზიკური და ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება
რა არის სიყვარული? - სიყვარული არის სულიიდან წამოსული გრძნობა,რომელიც იქვე ცხოვრობს და იკვებება მსგავსივე გრძნობებით.
ცნობილმა ფსიქოანალიტიკმა ზიგმუნდ ფროიდმა გაათანაბრა სიყვარული და სექსუალური ურთიერთობები პარტნიორთა შორის. ფროიდი ხედავდა სიყვარულს როგორც სექსუალურ ურთიერთობას,რომლისკენაც ისწრაფვიან ადამიანები. სექსი არის ერთერთი გადამწყევტი ასპექტი სიყვარულში. არ ღირს იმის უარყოფა რომ სექსუალური ლტოლვა არის სიყვარულში მაგრამ აქ ერთს აღვნიშნავ - არა სექსუალური ლტოლვა წარმოშობს სიყვარულს,არამედ სიყვარული წარმოშობს სექსუალურ ლტოლვას
This post has been edited by
Xermod
on 6 Jun 2016, 21:48
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#48019540
· 6 Jun 2016, 22:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ფროიდი ხედავდა სიყვარულს როგორც სექსუალურ ურთიერთობას,რომლისკენაც ისწრაფვიან ადამიანები. სექსი არის ერთერთი გადამწყევტი ასპექტი სიყვარულში.
გასაგები იყო თავიდანვე რომ ფროიდის მიმდევარის პოსტი იყო, ამიტომაც ვახსენე ჩემს ზედა პოსტში.. ხოდა ეხლა წრეზე რომ არ ვიტრიალოთ, მე საკმაოდ გასაგებად
ჩამოვაყალიბე რომ სექსი არაა გადამწყვეტი ასპექტი, მე სექსს კი არ ვუარყოფ მაგრამ ყველაფერი სექსზე არ დადის სიყვარულზეა აქ თემა და არა ფროიდის სექსუალურ
გადახრებზე, ხოდა სიყვარული ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, ცალმხრივი იქნება ეს თუ ორმხრივი, სექსის გარეშე თუ სექსით, ასე რომ ფროიდს ნუ ენდობი...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Xermod
Member
ჯგუფი: Registered
Xermod
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 219323
რეგისტრ.: 3-June 16
#48020191
· 6 Jun 2016, 23:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Artist @ 6 Jun 2016, 22:42 )
QUOTE
ფროიდი ხედავდა სიყვარულს როგორც სექსუალურ ურთიერთობას,რომლისკენაც ისწრაფვიან ადამიანები. სექსი არის ერთერთი გადამწყევტი ასპექტი სიყვარულში.
გასაგები იყო თავიდანვე რომ ფროიდის მიმდევარის პოსტი იყო, ამიტომაც ვახსენე ჩემს ზედა პოსტში.. ხოდა ეხლა წრეზე რომ არ ვიტრიალოთ, მე საკმაოდ გასაგებად
ჩამოვაყალიბე რომ სექსი არაა გადამწყვეტი ასპექტი, მე სექსს კი არ ვუარყოფ მაგრამ ყველაფერი სექსზე არ დადის სიყვარულზეა აქ თემა და არა ფროიდის სექსუალურ
გადახრებზე, ხოდა სიყვარული ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, ცალმხრივი იქნება ეს თუ ორმხრივი, სექსის გარეშე თუ სექსით, ასე რომ ფროიდს ნუ ენდობი...
ფროიდის მიმდევარი არ ვარ და აშკარაა არც გაქვს წაკითხული მისი ნაშრომები თორემ არ იტყოდი რომ ეს პოსტები მისია
გავეცანი მის ნაშრომებს და არა მარტო მის ნაშრომებს,თუ კარგად გაეცნობი ფსიქოლოგიას ამსაკითხთან დაკავშიორებით ჩაწვდები ამის სიღრმესაც რაზეც მე ვსაუბრობ
ნუ შენი აზრია ეს ყველაფერი და გასაგებია და მიღებულია
მე ჩემი აზრი ვთქვი,ბოლოში კი მეტად სარწმუნო რომ ყოფილიყო შენთვის მომიწია ისეთი ავტორიტეტი ფსიქოანალიტიკოსის მოყვანა როგორიც ფროიდია
სხვა არაფერი. მე არც შენ არ გენდობი არც ფროიდს
ეს ყველაფერი ჩვენი მხოლოდ აზრია,ამ საკითხთან დაკავშირებით ყველას გააჩნია თავისი აზრი და ყველა სხვადასხვა შეიძლება იყოს,მარა ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველა ჭეშმარიტებაა, ან შენი ან ჩემი ან ფროიდის ან სხვისი - ხაზს უსვამ ეს მხოლოდ ჩვენი აზრებია და არა ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება ერთია და ის არავინ არ ვიცით. ვისაც უნდა გაიგოს ვისაც არ უნდა ნუ გაიგებს
სასიამოვნო იყო შენთან დისკუსია,ეს კარგია,პატივს ვცემ მოაზროვნე ადამიანებს . სხვებმაც იაქტიურეთ და გამოთქვით თქვენი მოსაზრება თემასთან დაკავშირებით
This post has been edited by
Xermod
on 7 Jun 2016, 00:27
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3143
წევრი No.: 152367
რეგისტრ.: 25-July 12
#48020569
· 7 Jun 2016, 00:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ფროიდი ხედავდა სიყვარულს როგორც სექსუალურ ურთიერთობას,რომლისკენაც ისწრაფვიან ადამიანები. სექსი არის ერთერთი გადამწყევტი ასპექტი სიყვარულში.
ფროიდის უარყოფა მთელი ახლანდელი ფსიქოლოგიის უარყოფა გამოვა,რაღაცეებში ნამდვილად აჭარბებდა,მაგრამ არა ამაში
--------------------
Death is not the greatest loss, it is what dies inside us, while we are still alive
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Xermod
Member
ჯგუფი: Registered
Xermod
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 219323
რეგისტრ.: 3-June 16
#48020599
· 7 Jun 2016, 00:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ფროიდის უარყოფა მთელი ახლანდელი ფსიქოლოგიის უარყოფა გამოვა,რაღაცეებში ნამდვილად აჭარბებდა,მაგრამ არა ამაში
დიახ და არამარტო ფროიდს აქვს მსგავსი მოსაზრება, ეს გამოცდილება ბევრ მამაკაცსაც აქვს მაგრამ აქ ხომ ძალიან მორალურად უნდა ავხსნათ რომ ყურადღება და პატივისცემა დავიმსახუროთ ვინმესი ) არაა საჭირო არადა,თუ გვსურს საღი აზრი, უნდა გამოვიდეთ იმ ჩარჩოებიდან რომლის იქითაც როგორც გვასწავლიდნენ არაფერი არ არსებობს )) არსებობს და მერე როგორ ))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3143
წევრი No.: 152367
რეგისტრ.: 25-July 12
#48020625
· 7 Jun 2016, 00:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Xermod
QUOTE
დიახ და არამარტო ფროიდს აქვს მსგავსი მოსაზრება, ეს გამოცდილება ბევრ მამაკაცსაც აქვს მაგრამ აქ ხომ ძალიან მორალურად უნდა ავხსნათ რომ ყურადღება და პატივისცემა დავიმსახუროთ ვინმესი ) არაა საჭირო არადა,თუ გვსურს საღი აზრი, უნდა გამოვიდეთ იმ ჩარჩოებიდან რომლის იქითაც როგორც გვასწავლიდნენ არაფერი არ არსებობს )) არსებობს და მერე როგორ ))
ყველა ვერ ახერხებს ჩარჩოების დამსხვრევას და ვერ ბედავს ავტორიტეტების უარყოფას და ამაში ვერ დაადანაშაულებ
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Xermod
Member
ჯგუფი: Registered
Xermod
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 52
წევრი No.: 219323
რეგისტრ.: 3-June 16
#48020648
· 7 Jun 2016, 00:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Remember me @ 7 Jun 2016, 00:35 )
Xermod
QUOTE
დიახ და არამარტო ფროიდს აქვს მსგავსი მოსაზრება, ეს გამოცდილება ბევრ მამაკაცსაც აქვს მაგრამ აქ ხომ ძალიან მორალურად უნდა ავხსნათ რომ ყურადღება და პატივისცემა დავიმსახუროთ ვინმესი ) არაა საჭირო არადა,თუ გვსურს საღი აზრი, უნდა გამოვიდეთ იმ ჩარჩოებიდან რომლის იქითაც როგორც გვასწავლიდნენ არაფერი არ არსებობს )) არსებობს და მერე როგორ ))
ყველა ვერ ახერხებს ჩარჩოების დამსხვრევას და ვერ ბედავს ავტორიტეტების უარყოფას და ამაში ვერ დაადანაშაულებ
განა ვადანაშაულებ ამაში ვინმეს
პირიქით ეს საიტიც ეს თემაც იმისთვისაა რომ ერთმანეთს გაუზიაროთ აზრები,ვიკამათოთ, რაიმე ახალი ვიპოვოთ და ვასწავლოთ კიდეც, დავეხმაროთ ერთმ,ანეთს
განსჯა და უპატივცემულობა ჩემგან შორსაა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
Artist
სიყვარული
ჯგუფი: Members
წერილები: 24784
წევრი No.: 12191
რეგისტრ.: 14-August 05
#48020668
· 7 Jun 2016, 00:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Remember me
QUOTE
ფროიდის უარყოფა მთელი ახლანდელი ფსიქლოგიის უარყოფა გამოვა,რაღაცეებში ნამდვილად აჭარბებდა,მაგრამ არა ამაში
სწორედ ამ საკითხში აჭარბებდა ფროიდი, იუნგიც არსებობს და საერთოდ რატომ გგონია რომ მთელი თანამედროვე ფსიქოლოგია ფროიზეა დაკიდული?..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
Remember me
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3143
წევრი No.: 152367
რეგისტრ.: 25-July 12
#48020686
· 7 Jun 2016, 00:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Artist
QUOTE
იუნგი
ვისი მოსწავლე იყო?
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფსიქოლოგია
|
იქით
»
Pages:
(7)
« პირველი
...
2
3
[4]
5
6
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0275 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.