Chamaneდაფიქრდი რატომ დაიწყე მოწევა. რა განცდებმა გიბიძგეს სიგარეტის მოწევა მაშინ, როდესაც დაიწყე მოწევა
ჩაუფიქრდი ამ ამბავს. იქნება რაღაც ფსიქოლოგიური მომენტი, რომლისგანაც ”გაქცევას” და ”თავის დაღწევას” ემსახურებოდა რეალურად სიგარეტის მოწევა
მერე აღმოფხვრი მაგ საფუძველს და აღარ დაგჭირდება მოწევა.
მარტივად დავწერე მაგრამ რეალურად რთული თემაა. საკუთარ ფსიქოლოგიაში უნდა იჩხრიკო. შეგიძლია ფსიქოლოგიც დაიხმარო.
მე სტრესის გამო ვეწეოდი ხოლმე. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე სიგარეტის გადაგდების მცდელობის პროცესში. ვისწავლე რა არის სტრესი, ვისწავლე როგორ ვმართო, ვისწავლე იმის მიხვედრა, როდის ვარ დასტრესილი. მერე ვისწავლე სტრესის მიმართ ჩემი რეაქციები რა იყო. მერე სტრესის განეიტრალების სხვადასხვა მეთოდები ვცადე. ბოლოს რამაც გაამართლა, ვაიძულე თავი, რომ სტრესი გარკვეულ ლეველზე მაღლა თუ ავიდოდა, აუცილებლად ვანებებდი ყველაფერს თავს და სტრესისგან გათავისუფლების გამოცდილ მეთოდს მივმართავდი. სტრესი გაივლიდა და სიგარეტის მოწევის სურვილიც ქრებოდა.
ამის გამო სამსახურისგან თავის დანებებამ კი მომიწია

მაგრამ who cares... მთავარია მე ვარ ბედნიერი

როგორც წესი სიგარეტი სტრესთან ქოუფინგისთვის გამოიყენება. სტრესი შეიძლება იყოს იმწუთიერი, გაცნობიერებული, გაუცნობიერებელი, ფსიქოლოგიური ტრავმით გამოწვეული და ა.შ.