კი, ბატონო
ტანდარტული კითხვები :
1) რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია შენი თავი?
კონკრეტული ნივთი ნაკლებად წარმომიდგენია. უფრო ადამიანების გარეშე არ მინდა მომავლის წარმოდგენა
2) როგორ გგონია წყალში რომ ჩაიხედო( ამ წუთში), რომელი ემოცია გამოჩნდება?
ამ წამს მაქვს მიზეზი და ვიღიმი, იმის თქმაც კი შეიძლება, რომ ბედნიერი ვარ
3) ადგილი, სიტუაცია სადაც ყველაზე "შენ" ხარ.
ამ წამს სადაც ვარ, აქ ვარ ყველაზე ნაღდი "მე". აქვე დავაზუსტებ, რომ ვიმყოფები ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე

4) ყველაზე ხშირად რა კითხვას უსვამ ხოლმე შენ თავს?
ყველაზე ხშირად არა, მაგრამ ყოველთვის მაინტერესებს საკუთარი თავისგან, აღმოვჩნდები თუ არა საჭირო დროს საჭირო ადგილას
5) სამი სიტყვა, რასაც გაურბიხარ?
არ ვიცი, ასე საკითხი არ დამისვამს საკუთარი თავისთვის
6) სამი რაღაცა, რისიც გრცხვენია?
საკუთარი უაზრო კომპლექსების, ადამიანების, რომლებიც იმედები ვერ გავუმართლე, იმ შანსების, რაც გავანიავე
7) სამი სიტყვა, რისიც გეშინია?
არასოდეს მესიამოვნება თუკი მოვისმენ "თავი მომაბეზრე", "შენი მეშინია", "აღარ მიყვარხარ"
8) სამი სიტყვა, რომლის გაგონებაც ყოველთვის გინდა?
ალბათ ძალიან სტანდარტული ვიქნები: "მალე მოვალ", "არ წახვიდე", "მიყვარხარ"
9) სამი სიტყვა, რომელიც გაღიზიანებს?
სამზე მეტია ასეთი სიტყვა
10) სამი კითხვა, რომელზეც პასუხი არ გაქვს?
"საქართველო გადარჩება?", "როდის შევალთ ნატოში?", "ჩვენ რა ვქნათ, ჩვეეენ? ©
11) სამი ერთ დროს ძვირფასი "ნივთი", რომელიც გადასაგდებად ვერ გაიმეტე და თაროზე გაქვს შემოდებული, თუმცა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევაბისა, არც გახსენდება მათი არსებობა.
ეგეთი არაფერი მახსენდება, ზოგადად ადამიანებთან და ნივთებთან განშორება არ მიჭირს