საღამო მშვიდობისა, მეც მოვედი.
და აი, დადგა ის ნანინანატრი დღე ჩემი მზეობისა.
სტანდარტული კითხვები და პასუხები:
1) რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია შენი თავი?
საკუთარი წარსულის გარეშე
2) როგორ გგონია წყალში რომ ჩაიხედო( ამ წუთში), რომელი ემოცია გამოჩნდება?
სიხარული
3) ადგილი, სიტუაცია სადაც ყველაზე "შენ" ხარ?
მონასტერში
4) ყველაზე ხშირად რა კითხვას უსვამ ხოლმე შენ თავს?
აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?
5) სამი სიტყვა, რასაც გაურბიხარ?
მშვიდობით, არ მიყვარხარ, მეზიზღები
6) სამი რაღაცა, რისიც გრცხვენია?
სამი რაღაცა
7) სამი სიტყვა, რისიც გეშინია?
მამა ღმერთი, ძე ღმერთი, სულიწმინდა
8) სამი სიტყვა, რომლის გაგონებაც ყოველთვის გინდა?
მადლობა, მიყვარხარ, მაპატიე
9) სამი სიტყვა, რომელიც გაღიზიანებს?
სამი სიტყვა
10) სამი კითხვა, რომელზეც პასუხი არ გაქვს?
რამდენი გაქვს ხელფასი? რა აღმსარებლობის ხარ? ეწევი?
11) სამი ერთ დროს ძვირფასი "ნივთი", რომელიც გადასაგდებად ვერ გაიმეტე და თაროზე გაქვს შემოდებული, თუმცა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევაბისა, არც გახსენდება მათი არსებობა.
გარდაცვლილი ქმრის ყელსახვევი, ახალდაბადებული შვილის ცალი წინდა, ავარიის დროზე გადარჩენილი სისხლშემხმარი ფოტო
MasterJC
1. კერძი რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს ან რომელმაც ყველაზე მეტად გაგაოცა სასიამოვნოდ
სუში - შემიძლია ყოველ დღე მივირთვა სიამოვნებით.
2. კერძი რომელიც ყველაზე მეტად არ გიყვარს ან ყველაზე უსიამოვნოდ გახსენდება
ნებისმიერი სახის ფაფა, თოფით რომ დამადგეს კაცი, არ ვჭამ :დ
3. ყველაზე კარგი საჩუქარი რა გაუკეთებიათ შენთვის?
ცხოვრებაში ყველაზე ყველაზე ყველაზე დიდი და ფერადი ფოიერვერკი ,,ნუციკო მიყვარხარ“ თბილისის ცაზე, რომელიც არასოდეს დამავიწყდება ადამიანისგან, რომელიც დღეს ცოცხალი აღარ არის. მადლობა მას.
4. ყველაზე კარგი საჩუქარი შენ რა გაგიკეთებია სხვისთვის?
ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნდა და აღარ მაქვს - ჯანმრთელობა შევწირე მას
5. ერთი დღით ხდები ქალაქის მერი საქართველოში, ქალაქს შენ ირჩევ, ყველა დადგენიელბას, რასაც მიიღებ, ძალაში შევა აუცილებლად. რომელ ქალაქის მერობას აარჩევდი და რა დადგენილებას მიიღებდი, თუ შეზღუდულიხ არ და 4ზე ემტის გამოცემა არ შეგიძლია?
თბილისის მერი ვიქნებოდი, დავადგენდი ჰოპონოპონოს ოთხ მთავარ პრინციპს ყველასთვის შესასრულებლად, ესენია: მაპატიე, ვწუხვარ, მიყვარხარ, გმადლობ
6. რჩევა რომელსაც მისცემდი საქართველოს პრეზიდენტს
განათლების რეფორმა და ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება / მხარდაჭერა
7. სამსახური, რომელიც ყველაზე კარგად გახსენდება
კეთილი სამარიტელი - სამსახური, რომელიც არ მბეზრდება და არავინ მიხდის ამაში რამე ანაზღაურებას, სამსახური, რომელსაც მუდამ ვემსახურები სიცოცხლის ბოლომდე და რომლის შესახებ საკუთარი თავის გარდა და ჩემი საყვარელი ბენეფიციარების გარდა არც არავინ იცის.
8. 2 მელოდია, რომელიც ფლეილისტში გაქვს, აღარ უსმენ, ამგრამ ვერც შლი, გენანება
ეგეთი არ მაქვს.
This post has been edited by nutsiko on 21 Apr 2016, 20:24
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)