მე კიდევ გადამინდა-მომინდა დაჯდომა.
-და დავჯდე ასე უცერემონიოდ?
-ჰოო, აბა რა უნდა ქნა. პატრონი მაინც აღარავინაა ჩემი- მიუგო თემამ.
-ოკ. ახლავე მოვკალათდები და სტანდარტულ კითხვებს შევუდგები.
* * *
ჩავჯექი და 24 სთ. ასე უნდა ვიყო ჩაფლული.
1) რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია შენი თავი?
იმედის.
2) როგორ გგონია წყალში რომ ჩაიხედო( ამ წუთში), რომელი ემოცია გამოჩნდება?
ტბა
3) ადგილი, სიტუაცია სადაც ყველაზე "შენ" ხარ.
ნებისმიერ ადგილას, სადაც გულით ვარ.
4) ყველაზე ხშირად რა კითხვას უსვამ ხოლმე შენ თავს?
კითხვებს არ ვუსვამ ჩემზე.
5) სამი სიტყვა, რასაც გაურბიხარ?
არ გავურბივარ.
6) სამი რაღაცა, რისიც გრცხვენია?
ისე მრცხვენია, ვერ ვწერ. ))
7) სამი სიტყვა, რისიც გეშინია?
მოკვდა
წამება
დაჩაგრეს
8) სამი სიტყვა, რომლის გაგონებაც ყოველთვის გინდა?
ჩვენ შევქმნით ზღაპარს
9) სამი სიტყვა, რომელიც გაღიზიანებს?
ნეგტიური სიტყვები მაღიზიანებს, ყველა.
10) სამი კითხვა, რომელზეც პასუხი არ გაქვს?
რატომით დაწყებული კითხვები.
11) სამი ერთ დროს ძვირფასი "ნივთი", რომელიც გადასაგდებად ვერ გაიმეტე და თაროზე გაქვს შემოდებული, თუმცა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევაბისა, არც გახსენდება მათი არსებობა.
ასეთი ნივთები არ მაქვს, მსშტაბურ გადაყრებს ვაწარმოებდი ადრე.
შარშან გამიჩნდა ბევრი ასეთი რამ და ვერ ვყრი. მიყვარს.
თუმცა ძველები: ...ბებიას ხის ხატი, თამარ მეფის.
17 წლის უკანდელი ნიჟარა.
მოპარული ჭერმის კურკა.
This post has been edited by ESTRELLA on 27 May 2016, 22:41