ჩავჯდები თანრიგიც არ ყოფილა ამჯერად ცარიელია სავარძელი ბოლო პოსტიდან გამომდინარე
ვიცი მერე უნდა ვთქვა რა მრჯიდაო

მარა ჩავჯდები

მაინცარმეძინება
1) რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია შენი თავი?
ჩემი თავის გარეშე
2) როგორ გგონია წყალში რომ ჩაიხედო( ამ წუთში), რომელი ემოცია გამოჩნდება?
დაფიქრებული ჭერზემიწყობილი თვალები

3) ადგილი, სიტუაცია სადაც ყველაზე "შენ" ხარ.
ჩემი ოთახი, ტყე, ერთი კვირა ან ერთი თვე მარტო , მატარებელი , ზურგჩანთით უცხო ქალაქში ( ეს ბოლო მაინც ყველაზე მე ვარ) <3
4) ყველაზე ხშირად რა კითხვას უსვამ ხოლმე შენ თავს?
ყველაზე მეტად რისი მეშინია
5) სამი სიტყვა, რასაც გაურბიხარ?
სიძულვილი , სიყვარული , პოლიტიკა :დ
6) სამი რაღაცა, რისიც გრცხვენია?
ადამიანების ქმედებების (ხშირად) , დაგვიანების (ხანდახან), წარსული შეცდომების (ხანდახან)
7) სამი სიტყვა, რისიც გეშინია?
ფანატიკოსი, მორალისტი, ფარისეველი (სიტყვები იმდენად არა რამდანადაც ადამიანები ამ სიტყვებს მიღმა)
8) სამი სიტყვა, რომლის გაგონებაც ყოველთვის გინდა?
ჩემი სახელის ძალიან თავისებურად დაძახება (სამჯერ :დ) ადამიანისგან რომელიც ვერასდროს ვეღარ დამიძახებს

9) სამი სიტყვა, რომელიც გაღიზიანებს?
მეუთხარი

კაიბიჭისდაიკო

გენაცვალე , გაიხარე
10) სამი კითხვა, რომელზეც პასუხი არ გაქვს?
სამზე მეტია ბეევრად
11) სამი ერთ დროს ძვირფასი "ნივთი", რომელიც გადასაგდებად ვერ გაიმეტე და თაროზე გაქვს შემოდებული, თუმცა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევაბისა, არც გახსენდება მათი არსებობა.
არ მაქვს
This post has been edited by krikri on 15 Jul 2016, 04:14