s-n-rრისი მადლობა

1. რა თვისება, რისი უნარი გაკლია ყველაზე მეტად? რა გინდა რომ შეგეძლოს?
-გამბედაობა და სიბეჯითე ალბათ. შემეძლოს შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყეება.
2. შენი ყველაზე ამბიციური სურვილი, ყველაზე დიდი, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი რა არის?
-კლინიკა რეზიდენტურით. პროფესიაში წარმატებას მივაღწიო - ამ ეტაპზე.
3. ბედნიერი ხარ?
-უბედური არ ვარ, ნაწილობრივ ვარ ბედნიერი.
პითონიჩაგწერო სიაში ? ;დ
severuss
სასწაული თუ გინახავს, თუ კი, რა?
- კი , მზის ამოსვლა :დ
*სიცოცხლის ბოლოს, გვირაბის დასალიერს, თეთრ სინათლეს რომ მიაღწევს ადამიანი, მერე რა ხდება?
- მერე მინდორში დაეხეტება და თავის ცხოვრებას იხსენებს.
*დღევანდელი ქართველებიდან საქართველოს ბედ-იღბალს ვის მიანდობდი ...? (თუ არ გაქვს პასუხი მაშინ ისტორიიდან მოიშველიე ვინმე, იქნებ მართლა გამოგვეცხადოს)
- გიორგი ბრწყინვალე გამახსენდა უცებ.
*Artless*აღწერე შენი თვალით დანახული ვივიანა.
-ზარმაცი, მოხეტიალე, პოზიტიური, მაგრამ ხანდახან ზედმეტად რეალისტი. ადამიანი რომელიც საკუთარი საქმის გადადებაზე არასდროს იტყვიას უარს, ზოგჯერ იმდენად ცუდია , ალბათ ამპარტავანი რომ ვერ იტანს სხვა რომ ეხმარება, შენიშვნას აძლევს. :დ
აბარავიციროგორ იქცევი როცა რაიმე გწყინს?
-ან ვამბობ ან ვაიგნორებ.
don_achoo1) წიგნი, რომელიც ყველაზე მეტჯერ გაქვს წაკითხული? რატომ?
-მგონი მე, ბებია, ილიკო და ილარიონი :დ მამხიარულებს ყველაზე მეტად მაშინ როდესაც სიცილი მჭირდება და მახსენებს რომ ცხოვრებაში ხან ვიტირებთ, ხან ვიცინებთ.
2) ფილმი, რომელიც მეტჯერ გაქვს ნანახი? რატომ?
- ნოთინგ ჰილი მგონი :დ მსუბუქი სასიამოვნო ფილმია, ახალ წელს რომ მუდამ გადის რომელიმე არხზე , მაგრამ ეს ფილმი არ მიყვარს ყველაზე მეტად ;:დ
3) სიმღერა/მელოდია რომელიც ყველაზე მეტჯერ გაქვს მოსმენილი? რატომ?
(ეს რატომ?- ები თუ ერთზე მეტი წინადადებით იქნება >>>>>მთა უკეთესი)
- Dream On Aerosmith, ამ ბოლო დროს იშვიათად მახსენდება მაგრამ ალბათ წლების განმავლობაში ჩემს სულიერ განწყობას უხდებოდა და კარგად "კვებავდა" .

მსურველთა სია :
1. *Artless*
2. damokidebuli
3. ელეონორა
4. SpringtimeOfYouth
5. mariami-dudi
6. Merilen
7. severuss
8. MasterJC
This post has been edited by ვივიანა on 22 Mar 2016, 18:25