■■■■■□□□□■■■■■
გადმოვიბარებ სავარძელს მომდევნო 24 საათით ,ან მე მოვკალათდები კომფორტულად და დაველოდები საინტერესო კითხვებს.ჩემი მხრივ ,კი ვეცდები საინტერესო რესპოდენტი ვიყო.
დავიწყოთ სტანდარტული კითხვებით:
■1) რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია შენი თავი?
●იმედის
■2) როგორ გგონია წყალში რომ ჩაიხედო( ამ წუთში), რომელი ემოცია გამოჩნდება?
●რომელიმე ერთი არა,ვერა ან არ ვიცი.
უფრო ეს :
■3) ადგილი, სიტუაცია სადაც ყველაზე შენ ხარ.
●სააბაზანოში,სადაც გულმოდგინედ ვცდილობ გადავფარო წყლის ხმა.
■4) ყველაზე ხშირად რა კითხვას უსვამ ხოლმე შენ თავს?
●რატომ ვებრძვი?
■5) სამი სიტყვა, რასაც გაურბიხარ?
●კაცი-სიყვარული-იმედგაცრუება.
■6) სამი რაღაცა, რისიც გრცხვენია?
●1)ემოციურობა(უკონტროლო)
2)დაუდევრობა
3)ეჭვიანობა
■7) სამი სიტყვა, რისიც გეშინია?
●1)შტორმი (წყალშიც და გონებაშიც)
2)საკუთარი თავი
3)სინდისი(დაშვებული შეცდომები)
■8) სამი სიტყვა, რომლის გაგონებაც ყოველთვის გინდა?
● 1)მენატრები
2) მერე რა
3) წავიდეთ...
■9) სამი სიტყვა, რომელიც გაღიზიანებს?
●1)მურთაზი
2)გაგერმანელდა
3)ზანგი
■10) სამი კითხვა, რომელზეც პასუხი არ გაქვს?
●1)რა იქნება ხვალ?
2)გვეშველება რამე?
3)ჩემი არყოფნით,რამე შეიცვლება?
■11) სამი ერთ დროს ძვირფასი , რომელიც გადასაგდებად ვერ გაიმეტე და თაროზე გაქვს შემოდებული, თუმცა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევაბისა, არც გახსენდება მათი არსებობა.
●1)ნაჩუქარი გულის ფორმის ქვა ,,მნიშვნელოვანი"წარწერით.
2)პირველი ცეკვის ფორმა
3)ანატომიის კონსპექტი ,რომელმაც ბევრი ღამე თეთრად გამათენებინა ოდესღაც
* * *
*Artless*■1) მოგწონს ისეთი დასახლებული ადგილები, სადაც თითქმის ყველა სახლი ერთმანეთის იდენტურად გამოიყურება?
● არა,არ მომწონს.ჩემთვის,მნიშვნელოვანია ,,პერსონალურობის" გრძნობა.ანუ ის ,რასაც ერთხელ ვნახავ ,განმოვცდი,არ მინდა კიდევ გამეორდეს.მიუხედავად ამისა,ხანდახან ზუსტად ისევე ვამსგავსებ ჩემი ცხოვრების დღეებს,როგორც ქამა სოკოები ჰგვანან ერთმანეთს.
■2) საბავშვო ბაღის აღმზრდელდ უფრო იმუშავებდი თუ სკოლის პედაგოგად? და რატომ?
● პედაგოგად და ერთ დროს მყავდნენ კიდეც მოსწავლეები.ვერ ვიტყვი,რომ ეს ის სფეროა ,რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს,თუმცა ვფიქრობ,კარგია როდესაც ადამიანი ბევრ სფეროში და მიმართულებით გამოცდი საკუთარ თავს და შესაძლებლობებს.თუმცა,საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი ვარ.ეს ტაქტიკა კი დღევანდელ თაობასთან უბრალოდ ვერ გაამართლებს.
ბაღში ვერ ვიმუშავეებდი ზუსტად ვიცი,თუმცა ბავშვები მიყვარს და მათგანაც ვგრძნობ დადებით იმპულსებს.დაუსრულებელი უწესრიგობა და ხმაური არ მიყვარს.
■3) სადაც ახლა იმყოფები, იმ ქალაქში (?) როგორი ამინდია დღეს?
● გარდამავალი ,თუმცა ვგრძნობ ,რომ E ვიტამინის ნაკლებობა შეინიშნება ჩემში,ანუ ნამდვილ გაზაფხულს ველოდები.
This post has been edited by Windmühle on 27 Mar 2016, 20:48