SpringtimeOfYouth■ის ისევ გახსოვს?
●ყველა ,,ის " მახსოვს ,ვინც კი ოდესმე ყოფილა და არც დავიწყებას ვაპირებ.
შვილიშვილებს მოვუყვები ბუხართან დიდ ზღაპრად ერთხელაც.
severuss■ცადე. ძალიან საინტერესოა.
●არ გამომივიდა.
■*ავატარის ფოტოს იდეის ავტორი და ავტორი ვინაა?
● არ ვიცი ფოტოგრაფი,რომელმაც ეს ფოტო გადაიღო რას ფიქრობდა.
თუმცა იდეა და აზრი რაც ჩემთვის ამ ფოტოში დევს ,უკვე ავღწერე ,რამდენიმე პოსტის ზემოთ.
■*არჩეული გაქვს შენთვის სასურველი ცხოვრების გზა?
● არა,ჯერ კიდევ ძიებაში ვარ.
თუმცა მაქვს ერთადერთი ცხოვრებისეული პრინციპი,რომელიც ზუსტად ვიცი რომ ცხოვრებისეულ გზაზე ძალიან დამეხმარება და სწორ მიმართულებას მომცემს. არ გავუკეთებ სხვას იმას,რაც მე არ მინდა რომ გამიკეთონ.
■*ღირსეულად მისცეს საცოდავ ლეონარდო დიკაპრიოს ოსკარი?
● რატომაც არა.თუმცა ეს დაჯილდოვებები და ცერემონიები დიდად არ მიყვარს ,რადგან ვფიქრობ მსახიობისთვის ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის მიერ მისეული პერონაჟების შეყვარებაა მთავარი და არა რამდენიმე კაცის მიერ გადაწყვეტილი და მინიჭებული ტიტულები,თუ ვინ ვის აჯობა.
არაა ეს ჯანსაღი კონკურენცია, ჩემი აზრით.
აბარავიცი■თანამედროვე გერმანელები საუბრისას გამოიყენებნ სიტყვების არაგრამატიკულ ფორმებს...კერზოდ ხზე დამთავრებულ სიტყვებს დაბოლოებას უცვლიან შ-თი...იშ-იხ, მიშ-მიხ, დიშ-დიხ...რისი ბრალია ას ან რა ტენდენციასთან გვაქვს საქმე?
● ვფიქრობ ,ძალიან ბევრი დიალექტის არევასთან შეიძლება იყოს ეს კავშირში.
თუმცა ჩემთვის ისეთივე რთულად მისაღებია ყურისთვის,როგორც გაძლიერებული ,,ხ"-ს ან ,,ღ"-ს გამოყენება.
* * *
PANTALONE■ქვა რომ ავწიოთ რას ვიპოვით?
● ა)დამარხულ განძს
ბ)ჭიანჭველების ქორწილს გადავეყრებით
გ)მუქი ფერის მიწას.
შენ რომელიც გაგიხარდება ის ამოირჩიე პასუხად.
soffo■ხატვა თუ შეგიძლია( ან რომ შეგეძლოს) რას დახატავდი ახლა ?
●ეს არის ნიჭი,რომელიც სამწუხაროდ ვერ ,,დამყვა" , თუმცა ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი რომ მქონოდა.
მიუხედავად ამისა ვცადე და დღემდე ვჯღაპნი ხოლმე ხასიათი ს შესაბამისად.
იცი,მზის დახატვა შემიძლია როცა კარგ ხასიათზე ვარ.
როცა იღრუბლება -ღრუბლებს და წვიმას მივახატავ ხოლმე ან ელვას.
ახლა მე ჩემს მეგობარს ძალიან ვჭირდები და რამდენიმე წუთის წინ ეს დავუხატე.ეს არაა ,,შედევრი" მაგრამ ეს ნიშნავს იმას ,რომ მე ის ძალიან მიყვარს.


■რომელი ფერები იქნებოდა დომინანტი ?
● ჩემი ფერებია კრემისფერიდან- მუქ ყავისფრამდე ყველა ტონი .
ზოგჯერ კი ძალიან იასამნისფერი ვარ.
იასამნისფერიდა -შავამდე.