აუუუ. არადა რამდენი ვწერეეეე.
ეტყობა დიდი მოცულობის გამოვიდა. : ((
კარგი, თავიდან დავწერ.
ნაწილ-ნაწილ ვუპასუხებ.
mariami-dudi1. რომ არ იცოდე შენი ასაკი რამდენი წლის გეგონებოდა თავი? 20-22-ის
2.სიყვარული რა ფერია? ბავშვობა? სიყვარული - მრავალფეროვანი (ღია- და მუქფერებშერეული)
ბავშვობა- ჭრელი
3.ლიფტში ღილაკს რამოდენიმეჯერ აწვები? გგონია რომ ეს ააჩქარებს?ჩვეულებრივ, ერთხელ.
მოუთმენლობის დროს რამდენიმეჯერაც. თუმცა უმეტესად ამის ნაცვლად თავად ვიწყებ ხოლმე ცმუკვას. ფეხების ბაკუნს და ასეთებს. :დ
და კი. მგონია ხოლმე, რომ ცმუკვა და ღილაკზე ზედიზედ რამდენიმეჯერ დაჭერა ლიფტს აააჩქრებს.
4.მხიარული უბრალოება თუ გენიალურობა?ცალსახად: მხიარული უბრალოება
5.ძველ მოგონებებს გააქრობდი ახლის დასამახსოვრებლად? არა. ცუდი იყო თუ კარგი, ისინი ჩემი ნაწილია, ჩემი ცხოვრების ნაწილი.
6.ბოლოს როდის იგრძენი თავი ცოცხლად?2015 წლის 29 სექტემბერს. ერთ ადამიანთან გავატარე ლამაზი დრო.
7.შესაძლებელია დარწმუნებით იცოდე რა არის ცუდი და რა კარგი? არგუმენტისთვის მაგალითს თუ მოიყვან კარგი იქნებაკი.
სხვებისთვის ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენება ცუდია.
კარგია მათში დადებითი ემოციების გაჩენა და სიამოვნების მინიჭება.
მაგალითის მოყვანა მგონი აღარ მჭრდება, ხო?
თუ მაინც მოგინდება, მითხარი და მოგიყვან.
8. გქონია იმის შეგრძნება რომ აქამდე უკვე გიცხოვრია?არა.
(თუმცა იმის მჯერა, რომ ჩემი სული დედამიწაზე პირველად არაა მოსული. :რეინკარნაცია: )
9.ცხოვრობ თუ ცოცხლობ?ვცოცხლობ.
ვინ იცის, იქნებ ოდესმე ცხოვრებაც მეღირსოს.
ან ვერც.
10.შეცდომებზე თუ ვსწავლობთ მაშინ რატომ გვეშინია და ვუფრთხით შეცდომების დაშვებას?იმიტომ, რომ ზოგიერთი მათგანი ზიანს გვაყენებს. შეიძლება მომავალში ამ ზიანმა დადებითადაც იმოქმედოს ჩვენს განვითარებაზე. მაგრამ იმ მომენტში ხომ გვკტივა და რაღაცას/ვიღაცას ვკარგვთ. ამიტომაც გვეშინია შეცდომების დაშვების.
11.ბოლოს როდის იყო როცა საკუთარი გულის ცემა გესმოდა?ალბათ 2015 წლის 29 სექტემბერს.
12.კითხვები თუ პასუხები?რატომპასუხები.
ისინი ინფორმაციას გვაწვდიან. კითხვებში კი გაურკვევლობაა ხოლმე.
* * *
marimaritaკარგი
1. რას გააკეთებდი უჩინარი რომ იყო? (ანუ უჩინარი გადატანითი მნიშვნელობით: რომ არ გეშინოდეს ვინმემ რამე არ თქვასო და ა.შ..)მთლიანად ჩემს გემოზე ვიცხოვრებდი.
მაგ. საზოგადოებაში ყოფნისას როცა მომინდებოდა, თავისუფლად ვიბავშვურებდი. წავიმღერებდი, წავიცეკვებდი, ვიხტუნავებდი, აქეთ-იქით სირბილს დავიწყებდი, ვიკივლებდი და ა.შ.
სავალდებულო სუფრებზე ყოფნისას ნებისმიერ დროს ავდგებოდი და წავიდოდი. ზრდილობისა და წესის გამო აღარ დავიტანჯავდი თავს.
ისე ვიცხოვრებდი, როგორც თავად მიმაჩნია სწორად.
Merilen1.ქვეყანა ,სადაც იმოგზაურებდი და რატომ?იტალია - სილამაზისა და ისტორიულობის გამო. კიდევ იტალიური პიცისა და ნაყინის;
შვედეთი - ასტრიდ ლინდგრენისა და იან გიუს გავლენით;
ეგვიპტე - ისტორია
იაპონია - კულტურა
ამერიკა - ვისაც უმოგზაურია და მიკითხავს, ყველა აღფრთოვანებით ლაპარაკობდა. თან მსოფლიოს N1 ქვეყანაა. ამიტომ მაინტერესებს.
საქართველო - სამშობლოა და სიამოვნებით გავეცნობოდი მის ყველა კუთხე-კუნჭულს.
2. როგორ გამოხატავ სიბრაზეს?გააჩნია.
ხან გაღიზიანებული ტონით, ხან დუმილითა და გაბუსხვით, განმარტოებითა და საკუთარ თავში ჩაკეტვით. როგორ წესი, ვაკონტროლებ ხოლმე თავს. თუმცა მთლად ყოველთვის ვერ გამომდის ეს და მაშინ ხმას ვუწევ.
3.თვისება,რომელიც მოგწონს შენში და რომელიც არ მოგწონს.მომწონს_ სირბილე
არ მომწონს_ სირბილე
4.დაახასიათე საუკეთესო მეგობარი სამი სიტყვითთბილი, ერთგული, ჭკვიანი
5.სად გადის ზღვარი სიყვარულსა და სიძულვილს შორის?ბრაზთან.
როცა სიბრაზის დონე პიკს აღწევს, სიყვარული შეიძლება სიძულვილად და ზიზღად გადაიქცეს. დროებით, ან სამუდამოდ.
This post has been edited by *Artless* on 23 Mar 2016, 19:07