სტანდარტული კითხვები :
1) რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია შენი თავი?
2) როგორ გგონია წყალში რომ ჩაიხედო( ამ წუთში), რომელი ემოცია გამოჩნდება?
3) ადგილი, სიტუაცია სადაც ყველაზე "შენ" ხარ.
4) ყველაზე ხშირად რა კითხვას უსვამ ხოლმე შენ თავს?
5) სამი სიტყვა, რასაც გაურბიხარ?
6) სამი რაღაცა, რისიც გრცხვენია?
7) სამი სიტყვა, რისიც გეშინია?
8) სამი სიტყვა, რომლის გაგონებაც ყოველთვის გინდა?
9) სამი სიტყვა, რომელიც გაღიზიანებს?
10) სამი კითხვა, რომელზეც პასუხი არ გაქვს?
11) სამი ერთ დროს ძვირფასი "ნივთი", რომელიც გადასაგდებად ვერ გაიმეტე და თაროზე გაქვს შემოდებული, თუმცა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევაბისა, არც გახსენდება მათი არსებობა.
1) ყავა და სიგარეტი
2) სახეს ემოციების გარეშე
3) საკუთარ თავთან
4) არ ვუსმევ ჩემ თავს კითხვებს, რადგან როცა რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებ, ჯერ ვფიქრობ და შემდეგ ვმოქმედებ, იშვიათად შევცვიცვალო აზრი რამეზე თუ უკვე ეს გადაწყვეტილია.
ორიენტირებული ვარ შედეგებზე, ასე რომ ჯერ კარგად ვაანალიზებ ჩემ ყველა შესაძლო ქმედებას და შემდეგ ვირჩევ აქედან საუკეთესოს. ყოველ შემთხვევაში ეხლა არ მახსენდება ასეთი კითხვები...
5) ასეთი კონკრეტული კითხვა არ მაქვს რომ რამეს გავექცე, ისე ზოგადად არაფერს გავურბივარ, ყოველთვის ვცდილობ პრობლემას რეალურად შევხედო და არ ვიკიდებ, ვცდილობ მოვაგვარო.
6) ალბათ ვერ გავამხელ რადგან ეს ძალიან პირადულია...
7) პირადად მე არ მეშინია არაფრის, გარდა ჩემს გარშემო მყოფი ხალხის. ვინც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთავარუა მათ არ შეეხოთ რამე ცუდი.
8) პირადში მიყვარხარ, ზოგადად: მომენატრე, როგორ ხარ?. და საერთოდ ყურადღებიანი ხალხს ვაფასებ.
9) მინდა! (რაც გინდა უნდა მოიპოვო და ამისთვის უნდა გაისარჯო, რადგან არაფერი არ მოდის თავისით) დანარჩენებს მოგვიანებით დავწერ ეხლა ვერ ვიხსენებ...
10) როგორი ადამიანი ვარ?, რა არის ჩემი ცხოვრების სულიერი მიზანი?, რატომ დავიბადე ამ დროს და ამ ქვეყანაში?
11) სურათი რომელსაც დაახლოვებით 10 წლიდან ვინახავდი და რამდენიმე დღის წინ შემთხვევით დახიეს... ყელსაბამი რომელიც მე არ მჭირდება მაგრამ რატომღაც იმასაც ვინახავ(დი)... ჩემი დაწერილი სკოლის დროინდელი თემები, ნახატები (ეს განსაკუთრებით მიყვარს, რადგან ბავშობასთან მაკავშირებს და მახსენებს იმ წლებს, მაშინდელ განცდებს თუ რას ვგრძნობდი იმ კონკრეტულ მომენტში როცა ვწერდი რომელიმე თემას...)
შეიძლება ძალიან მოკლედ და ზოგადად ვუპასუხე სტანდარტულ კითხვებს მაგრამ ნელნელა შევეჩვევი