და აი მეც მოვედი
1) რის გარეშე ვერ წარმოგიდგენია შენი თავი?
ჩემი თავი მეგობრების გარეშე ვერ წარმომიდგენია..
2) როგორ გგონია წყალში რომ ჩაიხედო( ამ წუთში), რომელი ემოცია გამოჩნდება?
აღფრთოვანება. ღრმად რომ ჩაისუნთქავ და ამ სუნთვით მთელ ენერგიას აფრქვევ შენში
3) ადგილი, სიტუაცია სადაც ყველაზე "შენ" ხარ.
სიტუაციას ვიტყვი, ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად ჩაის დალევისას ვარ ის ვინც ვარ.
4) ყველაზე ხშირად რა კითხვას უსვამ ხოლმე შენ თავს?
რა მელის?
5) სამი სიტყვა, რასაც გაურბიხარ?
მარტოსულობა , ზიზღი, დანებება
6) სამი რაღაცა, რისიც გრცხვენია?
მრცხვენია, იმის რომ ჩემ შესაძლებლობებს ვერ ვიყენებ, უკეთესი მომავლის ასაწყობად, არ ვარ მოტივირებული.
მრცხვენია, იმ ადამიანების ,ვისაც ჩემ გამო თავი ცუდად უგრძვნია ოდესმე
მრცხვენია ,იმის რომ მართვის მოწმობა ვერ ავიღე
7) სამი სიტყვა, რისიც გეშინია?
ამაზეც იგივე პასუხი მაქვს რაც N5 ზე.
8) სამი სიტყვა, რომლის გაგონებაც ყოველთვის გინდა?
შეძლებ, მიყვარხარ , ჩემი იმედი გქონდეს.
9) სამი სიტყვა, რომელიც გაღიზიანებს?
ასეთი სიტყვა ახლა მახსენდება „საქონელი“ ვერ ვიტან როცა ამ სიტყვას ადამიანის მიმართულებით იყენებენ ,როგორი საშინელიც არ უნდა იყოს !
„ვნახოთ“ ეეეს სიტყვა მაღიზიანებს კიდევ , მიყვარს როდესაც ყველაფერი ზუსტად ვიცი და არა ვარაუდის დონეზე
ამ ეტაპზე იყოს ორი :დ
10) სამი კითხვა, რომელზეც პასუხი არ გაქვს?
ვინ ვარ მე ?
რა მინდა ?
რა მელის?
11) სამი ერთ დროს ძვირფასი "ნივთი", რომელიც გადასაგდებად ვერ გაიმეტე და თაროზე გაქვს შემოდებული, თუმცა, გარდა განსაკუთრებული შემთხვევაბისა, არც გახსენდება მათი არსებობა.
პირველი ასეთი რაც გამახსენდა არის ერთი ჩანთა, რომელიც ბავშვობაში ბეწვისგან შევიკერე კონცერტისთვის J
მეეორე რაც მახსენდება არის რამოდენიმე სანთელი ,რომელიც სუულ ტყუილად მიდევს თაროზე, კარგი სუნი აქვს ყველას, მაგრამ არ ვიყენებ დანიშნულებისამებრ და გადასაგდებადაც არ მემეტება სუნის გამო :დ
ძველი ხელნაკეთი სამაჯური, რომელსაც არასდროს გამოვიყენებ ვიცი, მაგრამ ლამაზი თვლებითაა,სიცოცხლე დევს ამ სამაჯურში და ამიტომაც შორიდან შევცქერი J