სნიკერსი, ვანილის ნაყინი, ბანანი, ფორთოხალი, კივი, მარწყვი, ყავა უშაქროდ
ტელევიზორი თავისთვის
გარეთ წვიმა
სახლში სასიამოვნო ტემპერატურა
თმასაც არ ივარცხნი, კაპიშონიან ხალათში დაბოდიალობ
ხან ჩართავ კომპს, ხან გამორთავ, ხან სტუმრები შემოგივლიან...
უსაქმურობა, დრო რომ ჩერდება ისეთი
ნირვანა
ასეთ დროს სულ მინდა ლიმიტირებული დრო არ გვეძლეოდეს
ისე სწრაფად გადის

ამიტომ ბევრი რამე უნდა მოვასწრო!
ეს რამდენიმე დღეც და რეაქტიული სიჩქარით ვიწყებ კონკრეტული მიზნებისკენ სწრაფვას.