ძველ ფოტოებს გადავავლე თვალი და უფრო მძაფრად ვიგრძენი, თუ რამე მალე გადის დრო.
რაღაცეებს ვაკეთებდი, "ვმოღვაწეობდი". ფიქრების , ემოციების და მოქმედებების კოლაჟია მთელი ცხოვრება.
სიცოცხლე სანთელივით იწვის, ნელ-ნელა, ლოგიკური დასასრულისკენ მიექანება, მეც პეპელასავით დავფარფატებ ვითომც არაფერი.
2 დღე, 50 წელი თუ 7 საუკუნე, ის მაინც მორჩება და მტვრად იქცევა.
მაგრამ რაღაც რჩება, რაღაც რასაც 1 წამშიც მოასწრებს და ამავდროულად 100 წელშიც ვერ მოასწრებ.
ეს ღმერთია, ჩვენში ღმერთია და მან უნდა იმუშავოს ჩვენზე და ჩვენში მთელი ცხოვრება, სანამ ვანთივართ.
მთელი ჩვენი ფიქრები, აზრები,ქმედებები ღმერთი უნდა იყოს.
იმიტომ, რომ ყველაფერი მორჩება და გამორიცხულია ბოლოს არ შეჯამდეს,თუ როგორები ვიყავით და როგორები უნდა ვყოფილიყავით.
წინ დაგვიდებენ განვლილ ცხოვრებას და შეგვრცხვება, დროის უკან დაბრუნებას ვინატრებთ. რაიმე სასჯელის შიშით კი არა, არამედ სირცხვილის გამო.
თურმე რაში დამიკარგავს ძირფასი წამები, არაფერში, არარაობაში, მაშინ როცა ღმერთი უნდა გავმხდარიყავი.
და დავრჩებით საკუთარ თავთან მარტო, არარაობაში და სინანულში, აი ეს იქნება ჯოჯოხეთი.

გავიფიქრე და მოვიწყინე.
ვერაფერს ვახერხებ, არაფერი გამომდის.