არავის უამბო გზები რად გაიყო,
რად შევრჩით ცალ-ცალკე ცხოვრების დინებას,
არავის უამბო რა მოხდა ,რა იყო
არავის უამბო, გული მეტკინება..
არავის უამბო,თუ როგორ გვიყვარდა
თუ როგორ ვფიქრობდით და როგორ ვბავშვობდით
არავის უამბო იმ ლამაზ ფიქრებზე
და არც ის უამბო,თუ რატომ დავშორდით
არავის უამბო გული რად გაცივდა
თუ რატომ ჩაგვიქრა ოცნების ლამპარი
არავის უამბო, რა მოხდა რა იყო,
მე და შენ ვიცოდეთ მხოლოდ ეს ზღაპარი...
მგონი დავბერდი..აბა რა მეტაკა
ლამაზი თმის ფერი გამოვიდა