ჰოომდა რა მინდოდა დამეწერააა, იმდენჯერ დავიზიანე სხვების დახმარებით თავი რომ ეგოისტი გავხდი
მიცნობდეთ, მე ძააალიან ეგოისტი ადამიანი ვარ
ჰო კიდევ ცინიკოსიც, ძირითადად ჩემს თავს დავცინი ხოლმე
მმ კიდევ რა შემიძლია გითხრათ? ძალიან ზარმაცი ვარ აი ახლაც როგორ მეზარება დაძინება და ხვალ დილით ადრე გაღვიძება,
მერე რა? ემოციები, ემოციებით ყოველთვის შეიცნობა ადამიანი,
ჰო მართლა ახალი ჰობი მაქვს, არა მანამდეც მქონდა, ძალიან მიყვარს ახალი საინტერესო ადამიანების გაცნობა, მათი შინაგანი სამყაროს დანახვა
და მაინც ადამიანი რომ გაიგო როგორიაო გაბრაზებული უნდა ნახოო, ჰოოდა მართალია,
ჰმ გაბრაზებული? გაბრაზებული ცოფებს ვყრი

აი როგორი ადამიანი ვარ მაინც მე? სულაც არაა არ ვაპირებ ჩემი სამყაროს ჩახშობას და დაზიანებას, არავის მივცემ ამის უფლებას...
ჰმ ამ ბეწვის გორგალმა იქეთ ვერ მოისვენა და ჩემთან მოცუნცულდა მოკალათდა და ახლა იძინებს, მე მჯობია რააა
წავედი დავიძინე, უცნაური დღე იყო, დღეს ისევ დავრწმუნდი რომ არ ვარ მე ნორმალური, წამიერად შეიძლება დამარტყას თავში და უცებ მივიღო უცნაური გადაწყვეტილება და სისრულეში მოვიყვანო, არა რა ასე მარტო ჩემი თავი თუ გამაოცებს
This post has been edited by chipmunck on 12 Apr 2016, 02:12
თუ მიმდინარე "პეიზაჟი" აუტანელია, საჭიროა სასწრაფოდ ამოაყირაოთ ყველაფერი, ცა ჩამოანგრიოთ დედამიწაზე და შეხედოთ რა მოხდება...