გაჭირვეულებული და გაჭიანურებული
¥¥¥
როდესაც ცუდად ვარ და ფეხზე ვერ ვდგები ყოველთვის მაშინ ვახსენდები, ყოველთვის მაშინ ჩნდება შემოთავაზებებით, უკვე ექვსი წელია.
₩₩₩
თუმცა, სანამ დამირეკავს, მანამდე მე გამახსენდება ხოლმე გულში.
ე.ი. უჩემოდ არ არსებობს
¤¤¤
აი კარგად რომ გავხდები მე შევეცდები ვისწავლო ნორმალური ურთიერთობა და დავურეკავ.
》》》
არადა, რა ბედნიერად მოვუსმენდი "გუფილენდს" და შემდეგ ვიბოდიალებდი დილამდე, ახლა მგონი გამოთბა უკვე.
>>>
ერთდროულად მეზიზღება და მიყვარს ეს ადამიანი, რადგან ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენისთვის ოდესღაც ის ავირჩიე და მას მერე ნელ-ნელა სისხლს ვწოვ იმის გამო, რომ ერთნაირად ვერ ვხედავთ და კიდევ იმის გამო, რომ ჩემი მიზეზით ვერასოდეს შევძელი სიამოვნება მიმეღო ურთიერთობიდან.
მეზიზღება და მიყვარს.
ზოგჯერ მინდა ავაორთქლო, რადგან სხვანაირად არ ვეშვები მისი სისხლის წრუპვას.
ზოგჯერ ცუდად ვეკაიფები. ჩემი რუსი ბალერონი მაინც არ იყოს.
______
მინდა შევცვალო ჩემი განცდები და მისით დავიწყებ, ვიქნები ადამიანი.
×××
იქნებ ურთიერთობები და ადამიანობაც ვისწავლო.
ამხელა გოგოს უამრავი შემთხვევა და დამთხვეულობა მქონია მხოლოდ, ათასნაირად ჭრელი და სხვებთან გაუჟღერებელი.
არასოდეს მქონია ურთიერთობა, ჯანსაღი და ხანგრძლივი.
მგონი ვერც ვერასოდეს ვისწავლი მაგას.
ვცდი. დავთრგუნავ ხუშტურებს,რომლებიც თავდაცვითი რეაქცია უფროა, ვიდრე ჩემი ნამდვილი სურვილი და ვიქნები უბრალოდ მე შენთან.
ძალიან მალე, კარგად რომ გავხდები, ჩვენ მზის ჩასვლასთან ერთად ჩავალთ ქუჩაზე სეირნობით, ჩუმად ვიქნებით და ვეცდები ენერგეტიკულად იგრძნო ჩემი განცდები და წუხილი.
სიტყვები არაფერს ამბობს ამ დროს, პირიქით, აფუჭებს.
ამის მერე ჩვენ დავიშლებით. ...იმიტომ რომ მე არ ვიცი ურთიერთობა, შენ კიდევ მასწავლებლად ვერ გამომადგები, რადგან ჩემზე სუსტი გამოდექი.

"ესე ამბავი ქუჩისა, სიმღერისა და თეთრი ჭაბუკოს რუსული დიქციისა გათელილი ბრიყვი სვანური ხის რქიანი თავისა მიერ"
ფუჰ მე პრაქტიკის არ მქონე მეეეე.