რა უცნაური ცაა, ცუგო წავაპორწიალე და აივანზე შემოვსკუპდი, ჩავიხუტე გულში მაგრად, ზოგჯერ როგორ ვაწვალებ, სადისტურად ვეფერები, მსიამოვნებს როცა ვქმეტ და შემოვცხებ ხოლმე... მაგრამ ისევ ჩემთან მოდის, ყველაზე მეტად ვუყვარვარ, მე კიდევ ვგიჟდები
აუხ რა უცებ გავიდა ეს 2 დღე, მმ მართლა დავისვენე, ორი დღე სრულიად მარტო, არა თუმცა შაბათს ღამის 1 საათამდე ჩემ საყვარელ ადამიანებთან ვიყავი, ძალიან გამეხარდა დილით რომ დამირეკა საღამოსკენ გამოდიოოო, მმ სამყაროს მართლა ვუყვარვარ, მასთან ყოველთვის ასეა, დროც და მოვლენებიც ყოველთვის ერთნაირად ემთხვევა, ყოველთვის მიკვირს ხოლმე, ორი ფეხის ნაბიჯში ვიყავი წასასვლელი და ტაქსით ჩადიო, ჰმ მე კიდევ ჯიუტი ფეხით წამოვედი, ესეთ შანსს გავუშვებდი? შუა ღამით ცარიელ ქუჩაში სეირნობას მმ

ჩემი საყვარელი გოგო, ჩემ ნათლულს რომ არ დასძინებოდა შეიძლებოდა მთელი ღამე გაგვეთენა, შემეძლო დარჩენა მაგრამ იმ მომენტში სახლში ჩემს საწოლში ყოფნა უფრო მეკომფორტულებოდა და ესე მერჩივნა, ალბათ ეს პაწუკა რომ არა დავრჩებოდი და კარგადაც ვიXალისებდით
უჰ არ მინდა ხვალ ისევ ადრე ადგომა
ნეტა ეს ფილმი აქამდე რატომ არ მქონდა ნანახი? ემოციები გამიმძაფრა, ასე როგორ ვახერხებ ხოლმე სხვადასხვა განზომილებებში გადასვლას მე თვითონ მიკვირს..
ანაბიოზის სტადია
თუ მიმდინარე "პეიზაჟი" აუტანელია, საჭიროა სასწრაფოდ ამოაყირაოთ ყველაფერი, ცა ჩამოანგრიოთ დედამიწაზე და შეხედოთ რა მოხდება...