და აი მაინც არ მავიწყდება შენი შეშინებული სახე
არც სისხლი მავიწყდება ჩემს ხელებზე და არც ტკივილისგან გულწასული სახე
შენ იცინოდი და იღიმოდი
შენ ყვებოდი ზღაპრებს და ამბობდი რომ გაფრინდებოდი
მე კი ჩემი კუთვნილი და უკვე შესისხლხორცებული ჯოჯოხეთიდან მოგწვდი და ჩაგიყოლე
არ მავიწყდება სისხლი ხელებზე
არ მავიწყდება დასასრული
სისხლი არსად არ მიდის
ახლაც ვხედავ სარკეში. ვხედავ თუ როგორ ჩამომდის სისხლი. ბინძური სისხლი.
ჩემი ოცნებები,ჩემი სურვილები,ჩემი გულრწფელი სურვილები.
სად წაიღეთ? დამიბრუნეთ
მე აღარ მჯერა ცისარტყელის და აღარც კარებზე აკაკუნებენ
უბრალოდ მორჩა
უბრალოდ არაფერი იღიმის და მეც ჩამითრიეს
მეც ჩამითრიეს
სუფთა?

სუფთა ეს სიბინძურის უმაღლესი ფორმაა.
სუფთა უბრალოდ სასაცილოა
შეუცნობელი სიბინძურე
მეზიზღება და არსად ქრება
არაფერი ქრება
არაფერი გადის
მესმის! მესმის ხმები, რომლებიც მეუბნებიან რომ არ გადავხტე და ვხედავ თუ როგორ დამცინიან თვალები.
ისინი ამბობენ რომ არ არის გადასახტომი
ისტერიულად იცინიან და ჩემით თამაშობენ
ერთი უბრალო სათამაშო
მოიწყინეს! გესმით!? მოიწყინეს და თამაშობენ
სკამზე დამაბეს და ხევს ვუყურებ
ვუყურებ ხევს, რომელიც თითქოს გამაქრობს და წამიყვანს. თითქოს შემიფარებს თავისი დიდი ქათქათა ფრთებით და ველოდები მას
ის არ არსებობს
ისიც მკვდარიააა
ისიც გააქრეს
იღიმით? არაფერია ღიმილში.
და აი მეც გაგიღიმებთ მეგობრებო და გეტყვით რომ ხვალ მშვენიერი ამინდია
ქალაქში მტვერში წაიქცა ბავშვი...
Pastor just told me I'm toxic
I don't need help, I need options