პიროვნული თავისუფლებაა???
მე უნდა ვთქვაა???

პიროვნულის გარდა კიდევ როგორი თავისუფლება არსებობს?
თავისუფლება ერთია მგონი და პიროვნულია, ადამიანს ეკუთვნის და როგორც ერთ ადამიანზე ვრცელდება ისე ვრცელდება ალბათ მთელ ხალხებზე და ერებზე.
მაგრამ თვისობრივად ერთია.
ნუ მე პირადად ყველაფერს ქრისტიანული მორალური საზომით ვზომავ.
არ ვიცი სხვანაირად როგორ შეიძლება რაიმე მოვლენაზე მსჯელობა, ეს მე არ ვიცი თორე სხვამ შეიძლება იცოდეს და ვინც როგორ იცის ისე იმსჯელოს და ისე იპოვოს სიმართლე.
თავისუფლებაზეც ქრისტიანული შეხედულება მაქვს, ის სულის თვისებაა და განსხვავდება ხორციელი "თავისუფლებისგან" , რომელიც აღვირახსნილობას და "რასაც მინდა იმას გავაკეთებ" გულისხმობს.
ადამიანს ეგ თავისუფლებაც აქვს ბოძებული, მართლა რასაც უნდა იმას გააკეთებს, ბოლომდე დაეცემა ან ბოლომდე ავა.
ქრისტიანული თავისუფლება სწორ არჩევანს გულისხმობს, ცოდვაზე უარის თქმას. ჩემთვის ეს არის თავისუფლება, გავთავისუფლდე ცოდვებისაგან, გავწმინდო გული და გონება.
ცოდვებისგან თავისუფალი გული და გონება, აი რა არის თავისუფლება.
როცა ადამიანი ასეთია, მასში მშვიდობაა, მშვიდია, არაფერი აშინებს, არაფერზე ღელავს.
აი ასეთი მინდა ვიყო მე და ასეთია ჩემი პიროვნული თავისუფლება.